ლელა მებურიშვილი: "ჩემმა როლმა ჩემი ცოლის დაქალებში გაამართლა" (+ულამაზესი ფოტოკოლექცია)
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" განხორციელებულმა ცვლილებებმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ახალი კატო-ლელა მებურიშვილი როლს უკვე მოერგო, პერსონაჟმა სახე იცვალა. ნინო გაჩეჩილაძის გულშემატკივრები იმუქრებოდნენ, რომ თუ ნინო არ დაბრუნდებოდა სერიალს აღარასდროს უყურებდნენ. ასეა თუ ისე "ჩემი ცოლის დაქალემბა" რეიტინგი არ დაკარგა, ალბათ იმიტომ, რომ ის ბევრი ადამიანის შრომასა და გარჯაზე იყო დაფუძნებული. ლელამ ახალი სეზონის დაწყებისთანავე აღნიშნა, რომ მისი კატო განსხვავებული იქნებოდა. მსახიობი თვლის, რომ მისი როლი შედგა.
გთავაზობთ მის განცხადებას: "შემიძლია ვთქვა რომ ჩემმა როლმა სერიალ: "ჩემი ცოლის დაქალებში" გაამართლა, შედგა როლი და საკმაოდ დიდ პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობ საზოგადოებიდან, შეცდომას ვერ დავარქმევდი როლზე რომ უარი მეთქვა, თუმცა უნდა ვაღიარო რომ საზოგადოების მხრიდან ვინც სერიალს უყურებდა, უარყოფით შეფასებას მოველოდი, რთულია როცა ერთ პერსონაჟზე ხარ მიჩვეული და მას მეორე ცვლის.
უღრმესი მადლობა ყველას. ასევე დიდ მადლობას ვუხდი მარი დევდარიანს რომელმაც უსაზღვრო სითბო გამოიჩინა ჩემს მიმართ, და თქვენ ჩემო მეგობრებო, ძალიან მსიამოვნებს როცა სასიამოვნო შეტყობინებებს ვღებულობ თქვენგან, საერთოდ ასეა ადამიანს ოდნავი პატარა თბილი სიტყვაც კი უსაზღვროდ ბედნიერს ხდის. პატივისცემით ლელა მებურიშვილი."