x
image
სალო123
თუკი ლამაზი კანი გსურს

imageგანსაკუთრებულად ტრაგიკულად კანის ბრობლემას ახალგაზრდა ადამიანები აღიქვამენ. თუმცა ქალების უმეტესობას ეს პრობლემა ზრდასრულ ასაკშიც აწუხებთ. სცადე კანის გაწმენდის ახალი და საიმედო მეთოდები და გამონაყარს სამუდამოდ დაემშვიდობე. იმისათვის რომ გამონაყარის გამომწვევი მიზეზი დაადგინო საჭიროა დერმატოლოგს გაესინჯო.ძირითადად დერმატოლოგები გამონაყარის გაჩენის რამდენიმე სერიოზულ წინაპირობას ასახელებენ.

1. სტრესი- ჰორმონს, რომელსაც სტრესულ სიტუაციაში ადამიანის თირკმლის ზედა ჯირკვალი გამოყოფს, კორტიზოლი ქვია. სწორედ ეს ჰორმონია გამონაყარის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

2. მამაკაცური ჰორმონები- გამონაყარი ხშირად იმ ქალებს აწუხებთ, რომლებსაც მუშაობა მუდმივი კონკურენციასა და მკაცრ პირობებში უწევთ. დიდი ალბათობაა, რომ ასეთი ქალების ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონის გაძლიერება მოხდეს. ეს კი თავის მხრივ, გამონაყარის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს.

3. არასწორი მოვლა- ზრდასრული ადამიანის გამონაყარი, თინეიჯერულ ასაკში გაჩენილი გამონაყარისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.მოზარდის კანი ცხიმიანი და ნაკლებად მგრძნობიარეა, ზრდასრულის კანი კი უფრო მშრალია და ადვილად ღიზიანდება. მოზარდებისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებები ზრდასრული ადამიანის კანზე ხშირად უკურეაქციას იწვევს და ხელს უწყობს გამონაყარის გამრავლებას.

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0