x
FORBES-მა უმდიდრესი მწერლების ათეული გამოავლინა

imageგავლენიანმა გამოცემამ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების სია გამოაქვეყნა. ამერიკელი ჯეიმს პატერსონი ფსიქოლოგ ალექს კორსის შესახებ დაწერილი მძაფრსიუჟეტიანი რომანისთვის, რეიტინგის სათავეში მოექცა. მან ერთი წლის გამავლობაში 85 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და "ფორბსის" მწერლების ტოპათეულის ლიდერი მეორედ გახდა. მწერალი სტაბილურად მაღალ შემოსავლას საგამომცემლო სახლთან "ჰეტერ ბურქ გრუპ" გაფორმებულ 150-მილიონიან კონტრაქტს უმადლის. პეტერსონის ფამომცემლობასთან 17 წიგნის გამოშვებაზე შეთანმდა, მათგან დღემდე მხოლოდ 10 გამოიცა. რეიტინგში მომდევნო ადგილი რომანტისტმა დანიელა სტილმა დაიკავა. მან წელიწადში 35 მლნ შემოსავალი მიიღო. მესამე ადგილი, 28 მილიონი დოლარით, სტივენ კინგმა დაიკავა. ხუთეულში მოხვდნენ: დეტექტიური რომანების ავტორები ჯანეტ ივანოვიჩი (22 მლნ) და გახმაურებული "ვამპირული საგის "ბინდის" ავტორი სტეფან მაიერი (21მლნ).

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:ოთო პაპიაშვილი
ოთო პაპიაშვილი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0