სხვა როგორ შევქმნათ "სტიკერები" საკუთარი ხელით 2013, 11 აპრილი, 20:54 მართალია დღეს-დღეობით დასაწებებელი სტიკერების ფართო არჩევანია, მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს ალბათ მაინც მოეწონება იდეა, რომ თვითონვე შექმნას ისინი. მით უმეტეს რომ ამის გაკეთება ძალიან მარტივია. იმისათვის რომ საკუთარი ხელით გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული "სტიკერი" დაგჭირდებათ შემდეგი მასალები: ნებისმიერი გამოსახულება, რაც გინდათ რომ "სტიკერად" ვაქციოთ, ოდნავ სქელი ფურცელი, ორმაგი "სკოჩი" და გაჭვირვალე ლაქი.
დავიწყოთ იმით, რომ შევარჩიოთ ან შევქმნათ სასურველი ნახატი. ამ შემთხვევაში, მაგალითისთვის ავიღოთ "გუგლის" ლოგო.
ამოვბეჭდოთ და ფანქრით შემოვხაზოთ მისი კონტური.
ფრთხილად და რაც შეიძლება ზუსტად ამოვჭრათ სურათი. დავიტანოთ მასზე გამჭვირვალე ლაქი. შემდეგ გავაშროთ და უკანა მხრიდან მივაწებოთ ორმაგი "სკოჩი". შემოვაჭრათ ზედმეტი ნაწილები და თუ ყველაფერი ზედმიწევნით სწორედ შეასრულეთ, მაშინ შედეგი უნდა მიიღოთ ასეთი... 627 5-ს მოსწონს
|