მსოფლიო ადოლფ ჰიტლერი 2013, 11 აპრილი, 20:16 ადოლფ ჰიტლერი- გერმანელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მან გერმანიაში ჩამოაყალიბა დიქტატორული რეჯიმი ნაციზმი. აკრძალა ყველანაირი პოლიტიკური პარტია რომელიც ეწინააღმდეგებოდა მას, ასევე ის იყო მეორე მსოფლიო ომის მთავარი ინიციატორი. სანამ ის პოლიტიკაში წავიდოდა იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, ის ომში გამოჩენილი გმირობისთვის რკინის მედლით დააჯილდოვეს, თუმცა ომის მიწურულს ის ქიმიური აირით მოიწამლა და ორივე თვალში მხედველობა დაეკარგა თუმცა დროებით, გერმანიის დამარცხებამ მის ფსიქიკაზე დიდი გავლენა იქონია ექიმებმა ის ფსიქოპატად შერაცხეს და ქალაქ ნაზარეთიდან გამოუშვეს. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ჰიტლერი ცდილობდა მთავრობა ებრაელების წინააღმდეგ განეწყო, მისი ორატორობით მოხიბლულმა დრექსელმა ის თავის პარტიაში მიიყვანა 1919 წელს, ჰიტლერმა გაიცნო პარტიის დამაარსებელი დიტრიხ ეკარტი, რომელიც მისი დამრიგებელი გახდა ის ასწავლიდა ჰიტლერს მოქცევის წესებს და პოლიტიკურ განათლებას აძლევდა, პარტიის წევრებმა მალე პარტიას ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია უწოდეს. ჰიტლერმა მალე მოახდინა ხალხზე გავლენა პირველი მისი გამოსვლა 1921 წელს შედგა სადაც 6000 ადამიანის წინაშე ჰიტლერმა გასაოცრად იმსჯელა და ხალხის ნდობაც მოიპოვა, ამის შემდეგ ჰიტლერი ინიშნება პარტიის ფიურერად. ჰიტლერის სახელმწიფო სათავეში მოსვლის შემდეგ დაიწყო ებრაელთა დევნა, მაგრამ ჰიტლერს ასევე არ მოსწონდა სხვადასხვა დაავადებებით დაავადებული მოსახლეობა ამიტომ 1939 წელს მან ხელი მოაწერა '' ტ-4 აქციის“ საბუთს რომლის შემდეგაც ყველა ავადმყოფი ახალშობილი უნდა მოეშორებინათ თავიდან, სამწუხაროდ ეს კანონი მალევე ამოქმედდა და 1900000 ავადმყოფი ადამიანი მოკლული იქნა. გარდა ჰიტლერის ასეთი ახირებისა იყო სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც მას ძალიან არ მოსწონდა. ეს იყო ვერსალის ხელშეკრულება, რომლის გასაუქმებლად ჰიტლერმა არაერთი ღონისძიება გაატარა. გერმანიამ საბოლოოდ უარი თქვა ვერსალის პირობებზე რამაც მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად იყო სამხედრო დაპირისპირებისთვის ამიტომ ისინი სსრკ-ს მხარე სგადავიდნენ. მათი ვარაუდი გამართლდა და დაიწყო მეორე მსოფლიო ომი რომელშიც გერმანია დამარცხდა, ეს იყო ჰიტლერის მხრიდან უდიდესი შეცდომა რადგან ფაქტია გერმანია ომისთვის მზად არ იყო. 1945 წელს ჰიტლერმა თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა. 1945 წლის 22 აპრილს მან გაათავისუფლა გენერალური შტაბი. 30 აპრილს კი ჰიტლერმა თავის მეურლესთან ერთად თავი მოიკლა. ასე დასრულდა გერმანიის დიდი ფაშიზმი 824 2-ს მოსწონს
|