ბრაზილიის პოლიციამ, მერობის კანდიდატი ქალი, ამომრჩევლებში კოკაინის დარიგებისათვის დააკავა. ინციდენტი ამაზონასის შტატის
ქალაქ იტაკოატირეში, ერთიანი არჩევნების დღეს მოხდა.
როგორც გაირკვა, 32 წლის კარმენ ქრისტინა დე სილვა ლიმამ, აგიტაცია არჩევნების დღეს, დილით ადრე დაიწყო. ის არიგებდა ფურცლებს მისი პირადი ინფორმაციით რომელზეც მიკრული იყო პაკეტი კოკაინით. დე სილვა ლიმა ამ ფურცლებს მანქანიდან არიგებდა. პოლიცია დაინტერესდა მანქანასთან ხალხმრავლობით და გადაწყვიტა ენახა თუ რა ხდებოდა. ლიმამ გაქცევა დააპირა მაგრამ მალევე დააკავეს.
მანქანიდან 11 პაკეტი კოკაინი ამოიღეს. დე სილვა ლიმა
ნარკოტიკების გავრცელებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვისათვის დააპატიმრეს.