ონლაინ მოთამაშემ ინტერნეტ კაფეს მეპატრონე და მისი მეუღლე მოკლა. სახლი კი დაწვა
როგორ უნდა გაბოროტდეს ადამიანი ისე, რომ თამაშის გამო ასეთი საზარელი მკვლელობა ჩაიდინოს. ინციდენტი მოხდა ინტერნეტ კაფეში, მას შემდეგ, რაც კლიენტსა და მეპატრონეს შორის, ინტერნეტის გათიშვის გამო დავა დაიწყო.
ჩინეთში, ქალაქ ჟენციუს პოლიციამ მკვლელი მხოლოდ ამ თვის დასაწყისში დააკავა, თუმცა ინციდენტი გასული წლის დეკემბერში მოხდა.მოთამაშე, გვარად ჩჟაო, ინტერნეტ კაფეში საღამოს 6 საათიდან თამაშობდა ონლაინ თამაშს.დაახლოებით საღამოს 10 საათზე ინტერნეტი გაითიშა. ჩჟაომ მეპატრონეს დაუძახა, რათა გაერკვია ინტერნეტის გათიშვის მიზეზი. მეპატრონემ მიზეზად
დაასახელა ის, რომ თითქოს ჩჟაომ ინტერნეტიდან ვირუსი გადმოქაჩა, რის შდეგადაც შეიძლება გათიშულიყო ინტერნეტი. ამის შემდეგ დაიწყო
დავა და ჩჟაომ მეპატრონეს ხელი გაარტყა. მეპატრონემ ჩაქუჩი აიღო და უნდოდა მოეგერიებინა, მაგრამ კლიენტმა ჩაქუჩი წაართვა და თავში რამოდენიმეჯერ ჩარტყმით, მეპატრონე ადგილზევე მოკლა. ხმაურზე მეპატრონის ცოლი გამოვიდა, რომელსაც ჩჟაომ მაკრატლითა და სამზარეულოს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ მან სახლს ცეცხლი წაუკიდა, თვითონ კი მიიმალა.
იმედია მკვლელს შესაფერის სასჯელს მიუსჯიან.