x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რატომ?

imageრატომ იციან ესე უსიტყვოდ წასვლა, მაშინ როცა ესე ლამაზად იციან მოსვლა. რატომ არ იციან შენარჩუნება იმის რაც ესე თბილი და რაც ესე სუფთაა? რატომ სურთ წაშალონ, დასცინონ, დააბინძურონ ეს ყველაფერი? იმას რასაც მე ესე ვუფრთხილდები, ველოდები და როცა მოდის ესე მაბედნიერებს. არ მესმის რატომ არ ემეტებათ ცოტაოდენი ყურადღება, რომელსაც ასე შეუძლია გააბედნიეროს სხვა და რატომ არ აბედნიერებთ ეს მათ? რატომაა მხოლოდ ჩემთვის ეს მტკივნეული? მხოლოდ ცალმხრივად რატო მებედნიერება, მესიყვარულება, მეთბილება, მეტკივება, მაკლდება, მეტირება და მხოლოდ ცალმხრივად რატომ მედარდება?რატომ მხოლოდ მე მინდება სითბოს გამოხატვა? რატომ მხოლოდ მე მაკლდება ყველა არ მოწერილი სიტყვა, ყველა არ ნათქვამი ფრაზა? და რატომ მიგროვდება ამდენი - "რატომ" და რატომ არ არსებობს--"იმიტომ"...

image

რატომ არი რთული იყო მარტივად?რატომ ვერასდროს უწყობ ფეხს ცხოვრებას? ან სულ აგვიანებ, ან სულ ასწრებ მოვლენების თანმიმდევრობას?როდის ივლი სწორად, ღიმილით, რწმენით, იმედით?

image

2
25
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
25
  
2013, 10 აპრილი, 21:55
აბა რა ვიცი
2013, 10 აპრილი, 21:23
სამწუხაროა :(((
0 1 2