x
image
კატაპულტი
რითი მივხვდეთ,ვიპოვეთ თუ არა ჭეშმარიტი სიყვარული?! ( 10 ნიშანი)
imageთანამედროვე ცხოვრება ურთიერთობების მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს, მაგრამ მეორე ნახევრის მაძიებლები ხშირად გაურკვევლობაში აღმოჩნდებიან ხოლმე - არ იციან იპოვეს თუ არა თავიანთი ჭეშმარიტი სიყვარული.ამისათვის, ურთიერთობათა ექსპერტები გვთავაზობენ 10 ნიშანს, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისთვისაა დამახასიათებელი:


1.ოცნება. ბევრი ადამიანი დარწმნებულია ხოლმე, რომ იგი თავით ფეხებამდე შეყვარებულია სხვა ადამიანზე, მაგრამ, როდესაც მას ჰკითხავენ, თუ როგორ წარმოუდგენია მასთან ცხოვრების ბოლომდე ყოფნა, იბნევა.


2.გეგმები. ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური გეგმა, თუ რის გაკეთებას აპირებს მომავალში, ამიტომ საკმაოდ რთულია ხოლმე ორი ადამიანისათვის საერთო გეგმების დასახვა.რაც უფო ბევრი და მრავალფეროვანი გეგმები აქვს წყვილს, მით უფრო მყარია მათი ურთიერთობა.


3.ნდობის წრე.საერთო მეგობრები ძალზედ მნიშვნელოვანია წყვილის ურთიერთობისათვის.სტატისტიკურად, საერთო სამეგობრო წრის მქონე წყვილები იშვიათად ცილდებიან ერთმანეთს.



4.სიყვარულის გამოხატვა.საკუთარი გრძნობის ნათლად და ხშირად დაფიქსირება ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია.


5.დადებითი ბალანსი.მცირე კამათის გამორიცხვა ურთიერთობისას დაუშვებელია.ექსპერტების აზრით, პატარა კინკლაობა საჭიროცაა, თუმცა ბალანსი არ უნდა დაირღვეს და ამან გამუდმებული სახე არ უნდა მიიღოს.


6.თავისუფალი სივრცე. წყვილები მეორე ნახევრის მნიშვნელობას მაშინ უფრო ხვდებიან, როცა ისინი გარკვეული ხნით ერთად არ არიან.


7.საერთო ინტერესები. ურთიერთობა უფრო მჭიდროა, როდესაც წყვილს საერთო ინტერესები აქვს, მაგალითად, ფეხბურთი, ცხოვრების წესი და ა.შ.


8.სექსი. ნორმალურია, როდესაც წყვილს სექსის მოთხოვნილება აქვს.


9.ნდობა.საიდუმლოებს ურთიერთობებში დაძაბულობა შეაქვს.წყვილებს ყველაზე მძიმე პრობლემებზეც კი უნდა შეეძლოთ ერთმანეთთან საუბარი.


10.კამათი. წყვილების კამათი, რომელიც მალე მთავრდება შერიგებით, ხანგრძლივი ურთიერთობის ნიშანია.

0
204
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0