x
image
SnowRider
რატომ აიძულებდა პატარა დელ პიეროს დედა კარში დგომას ?
imageალესანდრო იტალიის ჩრდილოეთით ქალაქ კონელიანოში დაიბადა. მის მშობლებს მაშინ უკვე ჰყავდათ 10 წლის შვილი სტეფანო. ალესანდროს დედა ბრუნი, უმუშევარი იყო, მამა ჯინო კი (იგი 2001 წელს გარდაიცვალა) ელექტრიკოსი. ოჯახისა და ნათესავების ყურადღება, მთლიანად პატარა ალესანდროს აღზრდაზე იყო გადატანილი.

ფეხბურთის თამაში მომავალ ვარსკვლავს ყოველთვის უყვარდა. პატარაობისას იგი ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ დედამ აიძულა, რომ ფეხბურთის თამაშის დროს, სულ კარებში მდგარიყო, რათა ძალიან არ გაოფლილიყო. ამ ყველაფრის შემყურე სტეფანო, ერთ მშვენიერ დღეს აღშფოთდა და დედას უთხრა - ვერ ხედავ, რომ მაგრად თამაშობს ბავშვი შეტევაში? ცოდოა სულ კარებში რომ დგას. საერთოდ ძმებს ერთმანეთში გამორჩეულად თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. თავის დროზე სტეფანოც წარმატებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ ტრავმის გამო, იძულებული იყო დეხბურთს თავი დაენებებინა.სტეფანო მარცხნივ,  ალესანდრო მარჯვნივ

ამის შემდეგ სტეფანომ გადაწყვიტა, რომ ალესანდრო ნამდვილ ფეხბურთელად გაეზარდა. იგი მომავალ ვარსკვლავს სერია A-ს ყურებას აიძულებდა. მიშელ პლატინიზე მიუთითებდა და ეუბნებოდა, რომ მასზე უკეთესი თუ არა, ნაკლები ფეხბურთელი არ უნდა გამოსულიყო. ძმებს დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.

ინფო :


დაბადების თარიღი : 1974 წლის 9 ნოემბერი.

დაბადების ადგილი : კონელიანო, იტალია.

საცხოვრებელი ადგილი : ტურინი, იტალია.

კლუბი : "იუვენტუსი" (იტალია)

პოზიცია : ფორვარდი

სიმაღლე : 173 სმ

წონა : 73 კგ

5
24
8-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
24
  
2013, 16 აპრილი, 15:42
ამ სფეროში ნაღდად ვერ ვერკვევი, მაგრამ მაინც დაგილაქებთ, რადგან კარგადაა დაწერილი:)
2013, 11 აპრილი, 0:01
კარგი და კიდევ კარგი
2013, 10 აპრილი, 16:14
ცოცხალი ლეგენდა
2013, 10 აპრილი, 16:12
”სიმაღლე : 173 სმ”
რატომღაც უფრო დაბალი მეგონა
0 1 5