x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136069
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510322
ყველაზე შთამბეჭდავი ვარსკვლავური სახეცვლილებები
სახასიათო იერსახე არის ვარსკვლავების სავიზიტო ბარათი-განსაკუთრებული ვარცხნილობა, ჩაცმის სტილი და ქცევის თავისებური მანერა-ცნობილ ადამიანებს სწრაფად ცნობადად ხდის და ხალხის სიყვარულს ანიჭებს.

ამის გამო საჯარო პირები ხშირად ხდებიან საკუთარი იმიჯის მსხვერპლი, ხოლო ისინი ვინც გადაწყვეტს კარდინალურ ცვლილებას, რისკავს დაკარგოს ინდივიდუალურობა და ხიბლი.

ვარსკვლავების იმიჯის ცვლილებას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან თაყვანისმცელები და ჟურნალისტები.

გთავაზობთ ცნობილების ყველაზე რადიკალურ და შთამბეჭდავ გარეგნულ ცვლილებას.



ცნობილმა ქერა ლამაზმანმა შარლიზ ტერონმა შოკში ჩააგდო პაპარაცები თავისი მოულოდნელი მოკლე ვარცხნილობით-მან თავი გადაიპარსა. თუმცა ეს საქციელი ვერც მისმა თაყვანისმცემლებმა და ვერც თავად ვერ "მოინელეს". დიდი ხნის განმავლობაში ის საჯარო გამოსვლებისას თავდახურული დადიოდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ზღარბი-ვარცხნილობა შარლიზმა გადაიღება მუქ ფერში და პუბლიკამ აღიარა, რომ მსახიობი ბუნებრივად და ლამაზად გამოიყურება ნებისმიერ ვარცხნილობაში. თმების გაზრდის შემდეგ შარლიზი ისევ ქერა გახდა და თმას მიანიჭა მოდური ფორმა "პიქსი". როგორც მოგვიანებით გაირკვა მსახიობი თმებს ახალ ფილმში "შეშლილი მაქსი" როლისთვის შეელია.

image


ჰოლივუდის მსახიობი ენ ჰეტევეი ყოველთვის ამაყობდა გრძელი მუქი ფერის თმებით. ფილმის "საბრალონის" გადაღებების დაწყებამდე მსახიობი შეელიან თავის "სიმდიდრეს" და მოკლე ბიჭური ვარცხნილობა გაიკეთა. როგორც ენმა აღიარა, მას ძალიან გაუჭირდა ახალ ვარცხნილობასთან შეჩვევა, თუმცა ის სწრაფად და ჰარმონიულად ჩაჯდა ახალ გარეგნობაში. რაც შეეხება თმის ფერს, ახლახან გამართულ კოსტუმების ინსტიტუტის წვეულებაზე ენი უკვე ქერად შეღებილი გამოჩნდა.

მსახიობმა 10 კგ-ით მოიკლო წონაში.

image

image


ამჟამად ჰოლივუდის "დედა ტერეზას" და ერთ დროს თანამედროვე კინემატოგრაფის მთავარ მეამბოხეს- ანჯელინა ჯოლის- მუდმივად თან სდევდა სკანდალები: მსახიობი საჯაროდ კოცნიდა ძმას, აცხადებდა საკუთარი ბისექსუალურობის შესახებ, ცხვირსახოცებივით იცვლიდა მამაკაცებს, იკეთებდა და იშორებდა ნაირ-ნაირ სვირინგებს.. ვარსკვლავის სრულ გარდაქმნას არაერთი წელი დასჭირდა: თავდაპირველად მსახიობმა ინტერესი გამოიჩინა ქველმოქმედების მიმართ, შემდეგ გაშორდა ბობ ტორნტონს, შემდეგ დაიწყო ბავშვების შვილად აყვანა და გახდა გაეროს კეთილი ნების ელჩი.
სრულად შეიცვალა ანჯელინას არჩევანი ტანსაცმელსა და მაკიაჟშიც.

ზოგიერთებს დღესაც არ სჯერა ჯოლის სახეცვლილების და ამას გარკვეულ პიარ-აქციად მიიჩნევენ.

image


ბრიტნი სპირსი წლების განმავლობაში წარმოადგენდა ახალგაზრდა ამერიკელების იდეალურ ქალს -ვარსკვლავობა, დიდება და თაყვანისმცემლები- გავლენას ახდენდნენ ბრიტნიზე. მის სახეცვლილებას ფანატები თვალყურს ადევნებდნენ როგორც პოპულარული სერიალის სიუჟეტის განვითარებას.

ბრიტნი თანდათან ცვლიდა "კარგი გოგონას" იმიჯს აგრესიული სექსუალურობის და ეპატაჟისკენ. ცვლილებების პროცესი ალბომების გაყიდვის შემცირებამ, კარიერულმა დაღმასვლამ და ნარკოტიკებმა დაასრულეს: ბრიტნიმ გადაიპარსა თავი, თავს ესხმოდა ფოტოგრაფებს, სწრაფი ტემპით მატულობდა და იკლებდა წონაში, იკეთებდა სვირინგებს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოსაც სტუმრობდა.

image

ვიქტორია ბექჰემი ვარსკვლავად საკულტო Spice Gilrs-ის წევრობით გადაიქცა. მას ჯგუფის ყველაზე მოდურ მონაწილედ მიიჩნევდნენ, 90-იან წლებში ვიქტორია ამჯობინებდა გამომწვევ სამოსს და კაშკაშა პომადას- ლეოპარდის პრინტები, მოკლე ქვედაკაბები, ვიწრო "ლეგინგები" და ფეხსაცმელი უზარმაზარ პლატფორმაზე-გახლდათ ვიქტორიას სავიზიტო უნიფორმა.

ჯგუფის დაშლის და წარუმატებელი სოლო-კარიერის შემდეგ ვიქტორიამ მოძებნა თავისი ადგილი, ის შესანიშნავად გრძნობს მოდურ დინებას და ტენდენციას.. შედეგად იგი გადაიქცა ბრიტანელ სტილის ხატებად. იდეალური კომპლექტები, რომელსაც ვიქტორია თავისთვის ქმნიდა, გახდა მისი პირველი კოლექციის საფუძველი. დღეს ვიქტორია წარმატებული დიზაინერი და ქალბატონების უმრავლესობისთვის მისაბაძი მაგალითია.

image


ფილმში "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" მონაწილეობისთვის რენე ზელვეგერი საკმაოდ გასუქდა, თუმცა მანამდე მსახიობი თითოეულ გრამს აკონტროლებდა. დღეს რენეს საქციელს, მან ორჯერ მოიმატა და დაიკლო 13 კგ. -მიიჩნევენ კინოხელოვნებისთვის გაღებულ მსხვერპლად. რენეს შეუძლია იყოს მომხივლელი ქალბატონი და როლისთვის ფართხუნა ქალად გადაიქცეს. თაყვანისმცემლები ზელვეგერს დღესაც ბრიჯიტ ჯონსთან აიგივებენ.

image

როლისთვის ასევე შეელია თავის თმებს დემი მური ფილმისთვის "ჯარისკაცი ჯეინი" მან თავი გადაიპარსა. მსახიობმა თმა პირდაპირ-ეთერში გადასაღებ მოედანზე გადაიპარსა.

image

20 წლის მსახიობმა და მომღერალმა მაილი საირუსმა-ახალგაზრდული სერიალის "ჰანა მონტანას" გმირმა, არამარტო ვარცხნილობა, არამედ მთლიანად იმიჯი შეიცვალა. რომანტიკული გოგონადან- გრძელი ტალღოვანი თმებით, ნაზი ქალური სამოსით და ბუნებრივი მაკიაჟით-მაილი გადაიქცა პანკ-გოგონად. მისი გარდასახვა რამდენიმე საათში მოხდა: სტილისტმა მაილის მუქი კულულები შეღება აგრესიულ ქერა-პლატინისფერში, გაუკეთა მოკლე გეომეტრიული ვარცხნილობა იროკეზით და გაპარსული საფეთქლებით და კეფით, შეუცვალა წარბების ფორმა, ტუჩების ზომა..მაილის შეყვარებულს ლაიამ ჰემსვორტს მისი სახეცვლილება მოეწონა, თუმცა თაყვანისმცემლებმა კი მას თავზე კრიტიკის ნიაღვარი დაატეხეს, რაც საერთოდ არ ანაღვლებს მსახიობს, ის აცხადებს, რომ თავს ასე თავდაჯერებულად და სექსუალურად არასდროს გრძნობდა.

image

2
749
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
749
  
2013, 14 მაისი, 16:17
კარგი სტატიაა,მაგრამ ბრიტნის ვერ ვიტაან.....
2013, 14 მაისი, 15:58
ვაიმე მაილი რას გააავს...
0 1 2