მსოფლიო ჯონ კენედის ისტორია 2013, 9 აპრილი, 20:26 ჯონ კენედი 1917 წელს დაიბადა, მისი ოჯახი ირლანდიურ-ამერიკულ წყნარ ოჯახს მიეკუთნებოდა. 1940 წელს კენედიმ დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, მეორე მსოფლიო ომში ის წყნარი ოკეანის ფრონტზე იბრძოდა სადაც მძიმედ დაიჭრა, ამის გამო მან გენერლის ტიტული და 2 მედალიც მიიღო, ასეთი გმირობის შემდეგ კენედი ამერიკელთა წარმომადგენლების პალატის წევრი იყო 1947-53 წლებში, რის შემდეგაც ის სენატის წევრი გახდა 1953 წელს. 1960 წელს კენედიმ მონაწილეობა მიიღო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში და სულ მცირე სხვაობით აჯობა ვიცე პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს. პრეზიდენტად გახდომის შემდეგ ჯონ კენედიმ განახორციელა მთელი რიგი რეფორმები, ამ დროს საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის ცივი ომი მძვინვარებდა ასევე რთული მდგომარეობა იყო ვიეტნამშიც, ჯონ კენედი აქტიურად ჩაება ამერიკისა და საბჭოთა კავშირის დაპირისპირებაში, ამერიკამ ჯონ კენედის მეთაურობით გაუშვა კოსმოსური ხომალდი ღია კოსმოში, კენედის დიდი გარჯის შედეგად პირველი ადამიანი რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა ამერიკელი იყო, მან მოახერხა და სამ წელში ამერიკის განვითარება კიდევ უფრო განავრცო, ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს 46 წლის ასაკში მოკლეს ტეხასის შტატ დალასში, ეს იყო უდიდესი ტრაგედია ამერიკელებისათვის, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდი იყო, რომელიც სასამართლოს დღეს ჯეკ რუბიმ ( ამერიკის მცხოვრები) სახალხოდ მოკლა. საქმე FBI მალევე დახურა თუმცა რეალური მიზეზი და მოტივი მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ უცნობია. არსებობს ინფორმაცია რომ კენედი საბჭოთა კავშირის დაკვეთით იქნა მოკლული თუმცა თუ რა მოხდა სინამდვილეში რთული სათქმელია და რაც დრო გადის მით უფრო მცირდება სიმართლის გარკვევის შანსები, ჯონ კენედი იყო ამერიკის 35- ე პრეზიდენტი და უნდა აღინიშნოს ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მართველი. ასეა თუ ისე კენედის მკვლელობა ერთ-ერთი საიდუმლოებით მოცული თემაა მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინათ მოხდა 830 3-ს მოსწონს
|