ფეხბურთი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური 2013, 9 აპრილი, 16:00 საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მდგომარეობა ძალიან დაძაბულია. სეზონის დასრულებამდე სულ რაღაც 6 ტურია დარჩენილი ამ დროისათვის სატურნირო სათავეში თბილისის დინამოა 60 ქულით რომელსაც მოჰყვება გორის დილა 56 ქულით. ქუთაისის ტორპედოს კი მესამე ადგილი უკავია 51 ქულით საჩხერის ჩიხურა რომელმაც წლევანდელ სეზონში ფურორი მოახდინა მე-4 პოზიციაზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ტორპედოს რაც შეეხება ზესტაფონს ის მეხუთე პოზიციაზეა და 11 ქულით ჩამორჩება ჩიხურას, ექვსეულის ბოლო საფეხურზე კი ზუგდიდია რომლის ქულათა რაოდენობაც მხოლოდ 36 - ია, 26 ტურის შემდეგ სამეულში დინამო, დილა და ტორპედო არიან. გასულ ტურში ცენტრალური მატჩი გორში შედგა სადაც დილამ ტორპედოს უმასპინძლა მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ ტორპედომ 1-2 მოიგო. თბილისში კი დინამომ საკმაოდ ადვილად 3-0 დაამარცხა ჩიხურა, ხოლო ზუგდიდში გამართული მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. 27 ტურში კი ზესტაფონში დინამო ჩავა და შეეცდება პოზიცია გაიმყაროს. ქუთაისში კი ადგილობრივი ტორპედო ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფ ზუგდიდს დაუპირისპირდება. გორში კი დილა ჩიხურას მიიღებს.
26 ტური
დილა გორი 1 - 2 ტორპედო ქუთაისი დინამო თბილისი 3 - 0 ჩიხურა საჩხერე ზუგდიდი 0 - 0 ზესატფონი
27 ტური
ზესტაფონი - დინამო თბილისი ტორპედო ქუთაისი - ზუგდიდი დილა გორი - ჩიხურა 5 შეფასება არ არის
|