x
image
gvanca998
საკუთარი "სუპერ-ქარი" თურქებსაც ეყოლებათ !


imageდამეთანხმებით, ამერიკული და იტალიური სუპერ_ქარები გასაკვირი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის წინ ამ სეგმენტში საკუთარი სიტყვა რუსებმაც თქვეს და საავტომობილო სამყაროს "მარუსია" წარუდგინეს.
აი, ახლა კი იმასაც გეტყვით, რომ სულ მალე საკუთარი სუპერ_ქარი თურქებსაც ეყოლებათ.
როგორც ირკვევა, ავტომობილმა საკუთარი დიზაინერის ტრაგიკულად დაღუპული შვილის სახელი _ "კაან საზან ონუკი" მიიღო.


image


ასევე ცნობილია ისიც, რომ პირველი თურქული სუპერ_ქარი აღჭურვილია 512 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე მოტორით, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 300 კილომეტრ საათი იქნება.


image

"კაან საზან ონუკი" შეზღუდული რაოდენობით, წელიწადში სულ ხუთ ეგზემპლარად გამოვა და 200 ათას ევროდ გაიყიდება.

2
193
5-ს მოსწონს
ავტორი:gvanca998
gvanca998
193
  
2013, 12 აპრილი, 13:12
saloni araa magisi :)))) eg saloni porsche ruf ctr is aris :))) gadaamocmet tu gindat :)))
2013, 10 აპრილი, 12:18
ცხენის ძალები და სიჩქრე კარგია, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას
0 1 2