შოუბიზნესი ენრიკე იგლესიასი 2013, 8 აპრილი, 21:46
დაბადების ადგილი_ესპანეთი, მადრიდი საქმიანობა_მომღერალი, კომპოზიტორი, მოდელი, მსახიობი
ყველაზე მომხიბვლელი, სიმპატიური ესპანელი ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი ესპანეთის დედაქალაქში_მადრიდში დაიბადა. ცნობილი ესპანელი ვარსკვლავის ხულიო იგლესიესის და ჟურნალისტ იზაბელ პრეისლერის ოჯახში. მიუხედავათ იმისა, რომ მას ისეთი პოპულარული მამა ყავდა, როგორიც ხულიო იგლესიესია, მან შეძლო და შოუბიზნესში ადგილი საკუთარი სახელით დაიმკვიდრა. მის პოპულარობას საზღვრები არ აქვს, მისი განსხვავებული ხმის ტემბრი, რომანტიზმი, გარეგნობა გულგრილს არავის ტოვებს, განსაკუთრებით მანდილოსნებს. ენრიკემ პირველი სადებიუტო ალბომი 1995 წლის 12 ივლისს გამოუშვა_„Enrique Iglesias“.პირველივე კვირას ალბომის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მოგვიანებით ამ ალბომმა ენრიკე იგლესიასს გრემის ჯილდო ააღებინა ნომინაციაში საუკეთესო ლათინური პოპი. სულ რაღაც ორ წელიწადში იყო კიდევ ერთი ახალი ალბომი „Vivir“(ცხოვრება). 1998 ენრიკე იგლესიასი ნომინირებული იყო American Music Award–ზე კატეგორიაში «საუკეთესო ლათინოამერიკელი მომღერალი». ამავე კატეგორიაში ნომინირებულებს შორის იყო ხულიო იგლესიასიც, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ჯილდოს მისი შვილი აიღებდა, ის დარბაზს დატოვებდა. ენრიკე მოერიდა სკანდალს და უარი განაცხადა პრემიაზე.ცნობილია რომ მათ არცისე კარგი ურთიერთობა აქვთ, რადგან ხულიომ ცოლშვილი მიატოვა და საცხოვებლად მაიამიში გადავიდა, სწორედ ეს ვერ აპატია ენრიკემ მას და სწორედ ამიტომ მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის არასდროს მიატოვებს ქალს თუ თავად ქალი არ წავა მისგან. ის დაუსრულებლად დადის ტურნეებში და მის კონცერტს უთვლადი ადამიანების არმია ესწრება. ის სცენაზე დგავს შოუს, რომელიც დიდ ემოციას იწვევს მაყურებელში.ენრიკეს, ყველა კონცერტზე, სიმღერა "Hero"_ზე, სცენაზე მაყურებლიდან აყავს ერთი გოგო, რომელსაც სცენიდან არჩევს და მას უმღერის, სიმღერის ბოლოს კი ვნებიანი კოცნით "ასაჩუქრებს". 152 8-ს მოსწონს 1-ს არა
|