სხვა მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ,,თავსატეხი" 2013, 8 აპრილი, 11:38 5 წლიანი არსებობის მანძილზე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს IPhone არის ყველა დროის მეორე გაყიდვადი პროდუქტი, ხოლო პირველი ეს - Rubik-cube-ია.
![]() რუბიკის კუბი--თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც „მაგიური კუბი“ — მექანიკური თავსატეხი, გამოიგონა უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა ერნო რუბიკმა1974 წელს, დააპატენტა ერთი წლის შემდეგ. ![]() თავსატეხი პლასტმასის კუბია, რომელიც გარედან უხილავ ღერძებზე მბრუნავი 26 მომცრო კუბისგან შედგება. კუბის ყოველ მხარეს ცხრა კვადრატიდან თითო შეღებილია ექვსი ფერიდან ერთ რომელიმე ფრად და განთავსებულია წყვილად ერთი მეორის საპირისპიროდ: თეთრი-ყვითელი, ლურჯი-მწვანე, წითელი-ნარინჯისფერი. კუბის მხარეების ბრუნებით შეიძლება ფერადი კვადრატების სხვადასხვაგვარად გადაჯგუფება. მოთამაშის ამოცანა შემდეგია: ყოველი ზღვარი ისე უნდა დალაგდეს, რომ ერთი და იგივე ფერის კვადრატებისგან შედგებოდეს. მიუედავათ იმისა, რომ RubikCube-მა 1980 -იან წლეებში მიაღწია პოპულარობას, ის ადრეც ცნობილი იყო როგორც გასართობი “თავსატეხი", რომელმაც ბევრ პროდუქტს გაუწია სერიოზული კონკურენცია.2003 წლის შემდეგ მისი პირველი წარმოებული სათAმაშო ინახება Rubik's Cube-ის საერთაშორისო ორგანოში. 1970 წელის მარტში ლერი ნიკოლსის გამოგონილი პირველი კუბის ზომა იყო 2X2X2, რომელმაც მაგნიტი გამოიყენა, 1970 წლის 9 აპრილს ფრენკ ფოქსმა გამოსცა პატენტი, რომლის ზომა იყო 3X3X3.მის მიერ შექმნილი პატენტი დიდ ბრიტანეთში მიღებული იქნა 4 წლის შემდეგ 1974 წლის 16 იანვარს. 2009 წლის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით, სულ 350 მილიონი რუბიკის კუბი იყო გაყიდული. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი თავსატეხი იყო. მართლაც, რომ თავსატეხია, რამდენი ვეცადე მის აწყობას, მაგრამ ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა ჩემთვის.თქვენც ჩემს დღეში ხართ? 64 3-ს მოსწონს
|