x
image
gvanca998
ძაღლებს კიბოს დიაგნოზის დასმა შესძლებიათ!

– ყნოსვის შესანიშნავი უნარის დახმარებით, ძაღლებს კიბოს აღმოჩენა შესძლებიათ.

რაც ყველაზე მთავარია, ადამიანის საუკეთესო მეგობარი 97 პროცენტში მართებულ დიაგნოზს სვამს, _ ამტკიცებენ ავსტრალიელი ონკოლოგები.

imageაღნიშნული მოსაზრების საზოგადოებისთვის გაცნობამდე, მწვანე კონტინენტის მკვიდრებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც მათ შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალება მისცა: ძაღლება, პრაქტიკულად, უშეცდომოდ შეუძლიათ ფილტვის და სარძევე ჯირკვლების კიბოს ამოცნობა ადამიანის სუნთქვის შეყნოსვის შემდეგ.
ავსტრალიელი მეცნიერები განმარტავენ, რომ ძაღლების ყნოსვის შესაძლებლობები ადამიანებისას 10 ათასჯერ აღემატება, რაც აძლევს კიდეც მათ საშუალებას, აღმოაჩინონ ხრწნის პროცესში მყოფი უჯრედების სუნი და პატრონები სიკვდილისაგან იხსნან.

იმედია, ძაღლების ამ უჩვეულო უნარს მეცნიერები კიბოს მკურნალობის
საქმეში წარმატებით გამოიყენებენ.

0
93
5-ს მოსწონს
ავტორი:gvanca998
gvanca998
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0