x
image
თეონა ასტამაძე
რაბათის ციხეს დაანგრევენ?
imageრაბათის გარშემო აჟიოტაჟია ატეხილი, ყველაფერი თურქეთ-საქართველოს მიერ დადებულმა დოკუმენტმა გამოიწვია.


ახალი ხელისუფლების მიერ თურქული მხარისათვის მიცემული პირობით, ახლადრესტავრირებული რაბათის იერსახის შეცვლა უნდა მოხდეს.


პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესული დოკუმენტი შეეხება ქართული და თურქული ძეგლების დაცვას ორი ქვეყნის ტერიტორიაზე.


შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ამ დოკუმენტიდან :


"საქართველოს მხარე თურქეთის რესპუბლიკის ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებაში განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს: მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაცია; მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორება: გუმბათის ფერის შეცვლა (გუმბათის არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფერით ჩანაცვლება), პირვანდელი რკინის ცხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება; ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები, რომელიც ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას".


ერთის მხრივ, ამაში საგანგაშო თითქოს არაფერია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ამას სასტიკად ეწინააღმდეგებიან ადგილობრივები. ახალქალაქში კი სპეცრაზმის მაქსიმალური მობილიზაცია შეინიშნება.



2
47
8-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
47
  
2013, 7 აპრილი, 11:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 7 აპრილი, 10:44
ეხლა ამის გულზე აირდაირევა ქვეყანა მოკლედ თითო ჭირი არ გველევა მე მაგალითად ასეთი მომწონს ლამაზია საქართველოს მიწაზე სხვას რა ეკითხება მიაჭირონ მაგ თურქებმა დააყენონ ტაკუნები:D:D:D:D:D:D
0 1 2