შოუბიზნესი ჯენიფერ ლოპესის კონცერტი ინდოეთში ჩაიშალა! 2013, 6 აპრილი, 19:38
შოუ ბიზნესის ბევრი ვარსკვლავი ცნობილია პრეტენზიულობით და ნამეტანი მოთხოვნილებებით საკუთარი გუნდის და ორგანიზატორების მიმართ. კაპრიზები გარკვეულ დონეზე მისაღებიცაა, რათა ვარსკვლავებმა გამოსვლამდე განწყობა შეინარჩუნონ, მაგრამ ხანდახან ისინი ყველანაირ ზღვარს გადადიან.
ახლახანს ჯენიფერმაც გამოიჩინა თავისი მოთხოვნილებებით თავი. იგი მოიწვიეს კონცერტის გასამართათ ინდოეთის პრემიერ-ლიგის გახსნაზე კრიკეტში. მისმა მენეჯერმა ბენი მედინამ მოსთხოვა ინდოეთის მხარეს პერსონალური თვითფრინავი ვარსკვლავისთვის და სასტუმროს ხარჯების ანაზღაურება მთელი მისი გუნდისთვის (სტილისტები, ასისტენტები, მოცეკვავეები, მისი პირადი მზარეულიც კი) ინდოელებმა ეს ძალიან გადამეტებულ ხარჯად მიიღეს, უარი თქვეს ჯეი ლოს მომსახურებაზე და მის მაგივრად რეპერი პიტბული მიიწვიეს.
პრესაში ხმაურის ატეხვის თანავე, მომღერლის წარმომადგენლებმა სასწრაფოდ გააკეთეს განცხადება - კონცერტი იმის გამო გაუქმდა, რომ ჯეი ლოს არ აწყობდა დათქმული თარიღი, რადგან ზაფხულში ახალ ალბომს უშვებს და მზადებას ძალიან დიდი დრო და შრომა სჭირდებაო. არანაირი კონფლიქტი მხარეებს შორის არ ყოფილაო.
რამდენად სიმართლეა არავინ იცის.... 212 12-ს მოსწონს |
სიმართლეს ჰგავს, ”ჩერესჩურ” პრეტენზიული ქალბატონია