სხვა ანეკდოტები 2013, 5 აპრილი, 23:21 სვანს ეტყვიან: თუ კლდიდან გადახტები, დათვს ხელს ჩამოართმევ და ქალს გააუპატიურებ, მილიონს მოგცემთო. სვანი გადახტება კლდიდან, შევა დათვის ბუნაგში. ისმის იქიდან გრუხუნისა და ჯაჯგურის ხმა. ცოტა ხანში გამოვა და იკითხავს: - აბა, სადაა ის ქალი, ხელი რომ უნდა ჩამოვართვა? მამა არიგებს შვილს: - კარგი კაცი რომ დადგე ყოველთვის უნდა იყო პუნქტუალური და ფრთხილი. - მამა, რას ნიშნავს „პუნქტუალური“? – ჩაეკითხა ბავშვი. - იმას, რომ რაცაც დაპირდები უნდა შეასრულო. - სიფრთხილე რაღა შუაშია? - არავის არაფერს, რომ არ შეპირდე. ახალბედა მონადირე ახლობლებს უყვებოდა დათვზე ნადირობის შესახებ: – დავინახე დათვი, მოვუშვი ახლოს, თოფმა კი არ გაისროლა; გამომეკიდა, გავიქეცი, მაგრამ რას გაასწრებ, ავძვერი ხეზე; უცებ ფეხი დაუცურდა და დაიმტვრა … ჩამოვედი და სულ კონდახი ვურტყი თავში … – ვაა, შენ რა მამაცი ყოფილხარ, შენს ადგილზე მე ჩავისვრიდი, წამოიძახა ერთ-ერთმა. – აბა შენ რა გგონია რაზე დაცურდა? მიხო ცელქი მოსწავლეა. მასწავლებელი უბრაზდება: - მიხო, ადექი ფეხზე! მიხო პასუხობს: - ვზივარ, რო?! - დატოვე კლასი! - მიმააქ, რო?! - ხვალ მშობელს მოიყვან! - მყაავ, რო?! სვანი იმდენს უყურებდა ტელევიზორს, რომ უკვე დიქტორები სცნობდნენ და ესალმებოდნენ. 70 3-ს მოსწონს
|