x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"ფულთან თამაში" (სურათები)

image

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage



"ფულთან თამაში"-ახალი ინტელექტუალური შოუ "იმედის" არხზე. 2013 წლის მთავარი სატელევიზიო მოვლენა. აქ საკმარისია ცოდნა, იღბალი და კარგი პარტნიორი.


ბრიტანული "The Million Pound Drop"-ის ქართული ანალოგი, რომელმაც ბრიტანეთის ფილმისა და ტელევიზიის აკადემიის უმაღლესი ჯილდო (BAFTA) მიიღო და ორმოცზე მეტ ქვეყანაში მოიპოვა სენსაციური პოპულარობა.

თამაშის წესები:

შოუში მონაწილეობს წამყვანი და მოთამაშე წყვილი. თამაშის დასაწყისში წყვილს გადაეცემა 100 000 ლარი ნაღდი ფული. თამაში შედგება რვა კითხვსაგან. პირველ ოთხ კითხვას ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, მომდევნო სამ კითხვას-სამი, ბოლო კითხვას-ორი. კითხვაზე პასუხისას, წყვილმა უნდა გაანაწილოს მათ ხელთ არსებული თანხა პასუხების ვარიანტების შესაბამისად, ისე, რომ ერთი მათგანი უნდა დარჩეს თავისუფალი. ყოველი შეკითხვის შემდეგ, მოთამაშეებს ეძლევათ ერთი წუთი თანხის გასანაწილებლად. თანხა, რომელიც არასწორ პასუხზე მოთავსდა, ვარდება "ფულის მილში" და მოთამაშეებს აღარ ეკუთვნით. მოგებულად ითვლება ის თანხა, რომელიც მოთამაშე წყვილს დარჩება მერვე კითხვის პასუხის შემდეგ.

შოუს მონაწილე: უნდა იყოს სრულწლოვანი, უნდა ყავდეს თანამონაწილე: ნათესავი ან მეგობარი(სასურველია ახლო ნათესავი, ამ შემთხვევაში შოუში მოხვედრის მეტი შანსი გაქვთ).

შოუში მონაწილეობის მისაღებად გააგზავნეთ შევსებული აპლიკაცია facebook-ზე და ელ-ფოსტაზე ან მიიტანეთ ტელეკომპანია "იმედში".

ამობეჭდილი აპლიკაცია შეგიძლიათ მიიღოთ ტელეკომპანია "იმედში".

მისამართი: ლუბლიანას ქ.5

ელ-ფოსტა: pultantamashi@imedi.ge

www.facebook.com/showpultantamashi

ტელ: 2 46-32-19

0
54
4-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0