x
თაღლითი "მილიონერი"
Who wants to be a millionaire?

image















1998 წელს შედგა სატელევიზიო გადაცემის "ვის უნდა იყოს მილიონერი" პრემიერა და გახდა მსოფლიო ჰიტი. ოთხმა ადამიანმა მოიგო მთავარი პრიზი, შვიდმა ნახევარი მილიონი, ხოლო შვიდმა ხელცარიელმა დატოვა სტუდია.


2001 წლის 10 სექტემბერს ჩარლზ ინგრამი იმ იღბლიანთა შორის მოხვდა ვინც მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო. მაგრამ ამ ისტორიას არც ისეთი ბედნიერი დასასრული ჰქონდა, როგორიც დანარჩენი გამარჯვებულებისას ჰქონდა.

თამაში შედგა 2001 წლის 9 და 10 სექტემბერს. მოგებული თანხა 1, 000, 000 ფუნტი სტერლინგი. თანხის გადახდა მშინ შეჩერდა როდესაც ჩარლი და მისი მეუღლე დაიანა თაღლითობაში დაადანაშაულეს.

თაღლითობა მდგომარეობდა შემდეგში: ცოლ-ქმრის მეგობარი, კოლეჯის ლექტორი ტექვინ ვიტოკი (Tecwen Whittock) თამაშის დროს დარბაზში იყო. ყოველი კითხვის მოსმენისას ახველებდა როცა გაიგებდა სწორ პასუხს. ინგრამი თაღლითობას არასოდეს ღიარებდა, მაგრამ მაყურებლები, რომლებმაც ნახეს შოუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აცხადებდნენ რომ ადგილი ჰქონდა აშკარა თაღლითობას.

2003 წლის 7 აპრილს, სასამართლომ იგრონი და ვიტოკი დამნაშავეებად სცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორი წლით, ასევე დააკისრა ჯარიმა, რომლის მთლიანი ოდენობა 115, 000 ფუნტს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დაიანა იგრონმაც ითამაშა და 32, 000 მოიგო ისევე როგორც მისმა ძმამ, ორივენი 64, 000 ფუნტიან კითხვაზე ჩაიჭრნენ.

ინგრამის 1 მილიონიანი კითხვა ჟღერდა ასე:

A number one followed by one hundred zeros is known by what name?

• A: Googol • B: Megatron • C: Gigabit • D: Nanomole

imageimage















image









Tecwen Whittock

2
48
1-ს მოსწონს
ავტორი:Miss M
Miss M
48
  
2013, 7 აპრილი, 18:13
დიახ, სწორი პასუხია გუგლი
2013, 6 აპრილი, 0:18
ამ კიტვის პასუხი ვიცი გუგოლი ქვია წაკიტხული ამქვს ყველაზე დიდი ციფრი 1იანი დ ასი ნულით,მილიონიანი კითხვის პასუხი მცოდნია თურმე
0 1 2