x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
პატიმრის მამამ თვითმკვლელობა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან სცადა

image2013 წლის 5 აპრილს ერთ-ერთი პატიმრის მშობელმა თამაზე კვარაცხელიამ, სხეულზე ბენზინი გადაისხა და ცეცხლის მოკიდება სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ სცადა. თუმცა ხელი მას პატრულის თანამშრომლებმა შეუშალეს. თამაზ კვარაცხელია მისი შვილის საპატიმროდან განთავისუფლებას და მკურნალობას ითხოვს.
თამაზ კვარაცხელია აცხადებს, რომ მითხრან ან ხო ან არა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადავალ კანცელარიის წინ და იქ მივმართავ უკიდურეს ზომებს და დანით გადავიჭრი ყელსო. სამართალდამცველებმა თამაზ კვარაცხელია პოლიციაში დაკითხვაზე წაიყვანეს, თუმცა ის მალევე უკან სამინისტროსთან დაბრუნდა.
ირაკლი კორძაიამ ამ ფაქტის შესახებ ისაუბრა. ირაკლი სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გახლავთ. თუ საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს მსჯავრდებულს, მაშინ საქართველოს მთავრობა კონკრეტულად კი პრემიერ მინისტრი აიღებს პასუხისმგებლობას აიღოს მკურნალობის ხარჯები თავის თავზე.
პაპუნა კვარაცხელია 2010 წელს დააკავეს, მას ბრალად შეძენა, შენახვა და ორგანიზებული ყაჩაღობა ედება. მას 19 წლიანი სასჯელი ამნისტიის შედეგად 6 წლამდე შეუმცირდა. თამაზ კვარაცხელია აცხადებს, რომ მის შვილს ტვინის სიმსივნესთან ერთად კიდევ რამდენიმე დაავადება აქვს.

დღის ბოლოს თამაზ კვარაცხელია სასჯელაღსრულების მინისტრი შეხვდა. სოზარ სუბარმა და თამაზ კვარაცხელიამ ერთ საათიანი საუბრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. თამაზმა განაცხადა რომ, მინისტრი ყველაფერში დეტალურად გაერკვა და დიდი იმედი მაქვს და მჯერა იმის რომ გულისყურით მოეკიდებიან ამ საქმესო.
სოზარ სუბარმა დღის ბოლოს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ პაპუნას მკურნალობის ხარჯებს, არა პრემიერი არამედ სახელმწიფო აიღებს.

image

1
595
2-ს მოსწონს
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
595
  
2013, 5 აპრილი, 22:14
ალბათ ნარკოტიკების შენახვა და შეძენა იგულისხმება....
0 1 1