x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134574
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ალკოჰოლი

imageამ ბოლო დროს, როცა დალევა ყველაზე მოსალოდნელია, არ ვსვამ ხოლმე და კითხვაზე: გინდა დავლიოთ? სულ არას ვპასუხობ, რაც რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ მიუხედავად ჩემი მრავალი მცდელობისა, სასმელი ცხოვრებიდან გამეძევებინა, მაინც ალკო-გოგონად ჩამოვყალიბდი. ახლა კი უბრალოდ უარს ვამბობ. იმის წარმოდგენა მეზარება, რომ უნდა დავლიო.
ცოტა რომ გავაანალიზე ეს სიტუაცია, დავასკვენი: დალევა ორი მომენტისგან შედგება: საკუთრივ დალევა (ანუ ალკოჰოლის მიღება და მოქმედება) და დალევის პონტი (მეგობრები, სიცილი, “ტალკაჩის” გადაწოდება-გადმოწოდება, ერთმანეთის სახეებზე კაიფი. დათრობა, უფრო ხმამაღალი საუბრები, გულისრევაც კი აქ შედის და შეიძლება ოდესმე კარგად გაგახსენდეს). ჰოდა, ეს მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მომენტი საერთოდ აღარ მომწონს, არადა ვგიჟდებოდი ხოლმე. მიუხედავად ამისა, ალკოჰოლზე, როგორც სითხეზე, რომელსაც პირში ისხამ_ მოთხოვნილებას ისევ ვგრძნობ.
ამ ცოტა ხნის წინ “ლიგამუსში” გადავფურცლე წიგნი, რომელსაც ერქვა “როგორ გავთავისუფლდეთ ალკოჰოლისგან”. ვფურცლავდი იმ შეგრძნებით, რომ ეს ამბავი მე საერთოდ არ მეხება, რომ ეს რჩევები და დარიგებები მძიმე ავადმყოფებისთვისაა, რომლებიც ამ წიგნს წაუკითხავად გადაცვლიან სამედიცინო სპირტში.. მაგრამ მერე გონება გამინათდა: რა თქმა უნდა, ეს წიგნი ჩემთვისაცაა. თუ დარწმუნებული ვარ, რომ სასმელი ფეხებზე მკიდია, რატომ, რატომ ვკითხულობ ამ წიგნს?
ასე თუ ისე, ახლა ნაკლებ რამეს ვეკითხები ჩემს ორგანიზმს. უბრალოდ, მის ალღოს ვენდობი. თუ დალევის შემოთავაზებაზე მხოლოდ უსიამოვნო ემოცია მოდის, ესე იგი ასეც არის საჭირო და “არას” თქმა საერთოდ არ ტეხავს.

1
26
2-ს მოსწონს
ავტორი:lotebi.com
lotebi.com
26
  
2013, 5 აპრილი, 22:30
საინტერესოა
0 1 1