სხვა ფოტოები რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა ნაწილი 3 2013, 5 აპრილი, 20:44 მოგესალმებით ეს უკვე ჩემი მესამე სტატიაა სათაურით, ფოტოები რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა. წინა სტატიებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა და გადავწყვიტე ამ სახის სტატიებით მოგამარაგოთ. იმედია მოგეწნებათ. მაშ ასე. ფოტოები რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა ნაწილი III 1. კრისტიან დიორის ფავორიტი მოდელი დავიმა (Dovima), მაშინ ახალგაზრდა, დამწყები ივ-სენ ლორანის პირველ კაბაში. ფოტო გადაღებულია რიჩარდ ავედონის მიერ დიორის სახლისთვის. რიჩარდ ავედონი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხიბლით, ქარიზმით, ენერგიულობით, სწორედ ამის გამო მისი მოდელები ყოველთვის გახსნილები იყვნენ მასთან და კამერასთან ურთიერთობაში. 2. რუსი სნაიპერი მეორე მსოფლიო ომში ლუდმილა პავლიჩენკო ომის დასასრულს მან 309 გერმანელი მოკლა. ისტორიაში ის ყველაზე წარმატებული ქალი სნაიპერია. 3. გერმანელი სამხედრო ტყვეები უყურებენ დოკუმენტურ ფილმს ნაცისტური საკოცენტრაციო ბანაკების შესახებ 4. ერაყელი, რომელმაც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ერთ–ერთ კონფერენციაზე ფეხსაცმელი ესროლა . 2008 წლის 14 დეკემბერი. 5. სიკვდილის კოცნა - ბარსელონა. სტატუე (ქანდაკება) დგას ძველ სასაფლაოზე. 6. ჩინური ტრადიციის თანახმად, ქალს ლოტოსის ფორმის ფეხი უნდა ჰქონოდა. ამისათვის, 2 წლიდან ბავშვებს ფეხს მჭიდროდ უხვევდნენ და ძალიან ვიწრო ფეხსაცმელს აცვამდნენ. იმ ქალბატონებს, რომლებსაც ტრადიციული ”გაბინტვის” პროცესი არ ჰქონდათ გავლილი, დაბალი წრის, მდაბიო ქალებად მოიხსენიებდნენ. თუ ქალის ფეხი ლოტოსის ფორმისა არ იყო, ითვლებოდა რომ ის უშნო და მამაკაცური იყო. მთავარი მიზანი ამ ტრადიციისა იყო ის, რომ ქალის ტერფის სიგრძე 10 სანტიმეტრს არ უნდა გადასცილებოდა. ამჟამად ეს კანონი ჩინეთში აკრძალულია. 1991 წელს, ლოტოსის ფეხის ფორმის მქონე, უხუცესი მანდილოსნებისთვის ფეხსაცმლის ქარხანამ უკანასკნელად 2 ათასი წყვილი “ოქროს ლოტოსი” შეკერა. 7. ახალგაზრდა "ბითლზელები" Cavern Club 1961 წელი 8. C-17 Globemaster III - პირამიდების თავზე. ფოტოს ავტორი : Jacob N. Bailey 9. ჟანგჯიაჯიეს ეროვნული პარკი, ჰუნანი, ჩინეთი. ეს არის ადგილი რომელმაც ჯეიმს კამერონს შთააგონა დაეხატა ავატარი, ეს არის ადგილი სადაც ის ამ პროექტზე აქტიურად მუშაობდა. 10. დედოფალი ელისაბედ II ხვდება მერლინ მონროს-ს, 1956 წელი. დღეისათვის სულ ეს იყო, დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად გავაგრძელებ მსგავს თემებზე მუშაობას და ვეცდები უფრო საინტერესო და ამაღელვებელი ფოტოები შემოგთავაზოთ. 1647 4-ს მოსწონს |