x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509985
კუნგ_ფუს მცოდნე მაიმუნებმა საკუთარი მწვრთნელი... სცემეს

imageრამდენიმე წლის მანძილზე 42 წლის ლო ვუნგი თავს მაიმუნების დახმარებით ირჩენდა, რომლებსაც აღმოსავლური ორთაბრძოლები თავადვე შეასწავლა, თუმცა ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს ლო ვუნგის "კოკაც გატყდა" და საკმაოდ დიდ უსიამოვნებაში
გაეხვა.
როგორც ირკვევა, ჩინელი მამაკაცის მაიმუნები მორიგ წარმოდგენაზე
დაუდგენელი მიზეზების გამო, გადაირივნენ, აღეგზნენ და პატრონს
თავს დაესხნენ.
საერთო ჯამში, ლო ვუნგს, თურმე, ექვსი მაიმუნის თავდასხმის მოგერიება მოუხდა, რაშიც მას წარმოდგენის მაყურებლები ვერ დაეხმარნენ, ყველა შეშინებული იყო.
მართალია, ინციდენტი განსაკუთრებული ტრავმების გარეშე ამოიწურა და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას დაზარალებულის კლინიკაში გადაყვანა არ მოუხდა, თუმცა როგორც თავად ლო ვუნგი ამბობს, სამწუხაროდ, იგი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩა, რადგან სამომავლოდ შესაძლოა, მაიმუნები მაყურებლებსაც დაესნენ თავს და ინციდენტიც უფრო მეტად საშიში შედეგებით დასრულდეს.
image
რას უპირებს გაცოფებულ მაიმუნებს ჩინეთის მოქალაქე, რთული სათქმელია, ერთი რამ კი ფაქტია _ ცხოველებს ფსიქიატრების დახმარება ვერაფერს არგებთ.

1
20
2-ს მოსწონს
ავტორი:gvanca998
gvanca998
20
  
2013, 5 აპრილი, 19:27
:D
0 1 1