გარკვეული პერიოდის წინ რუსმა მეცნიერმა შეძლო და ალკოჰოლი აბებში "ჩამოასხა". ანუ შექმნა ისეთი აბები, რომელსაც ადამიანზე ზუსტად ისეთივე გავლენის მოხდენა შეუძლია, როგორც ვთქვათ, ლუდს, არაყს ან ღვინოს.
ახლა კი უკვე ცნობილი ხდება ისიც, რომ ხელოვნური ალკოჰოლის შექმნაზე ევროპელი სწავლულებიც მუშაობენ, რომელთა ნაწარმი მსოფლიოს ერთ_ერთი ყველაზე საშინელი დაავადებისაგან, ალკოჰოლიზმისაგან იხსნის.
როგორ? თურმე, მათი ხელოვნური ალკოჰოლი მიჩვევას არც ერთ შემთხვევაში არ იწვევს.
თავიანთ "პირმშოს" ევროპელები სინთეტიკურ სპირტს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ იგი ადამიანს ჩვეულებრივად დაათრობს, თუმცა არ მოახდენს გავლენას ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულებას იწვევს.
გარდა ამისა, "მომავლის სასმელი"
უფრო ადვილად გამოვა ორგანიზმიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ალკოჰოლის მოყვარულები მურტალი `პახმელიისგანაც~ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებენ.
უფრო მეტიც, ევროპელები მუშაობენ ანტიდოტზეც, რომლის მიღების შემთხვევაში, ადამიანი წამიერად გამოფხიზლდება და თრობის სულ მცირე ნიშნებიც აღარ ექნება.
როდისთვის იქნება მზად "მომავლის სასმელი", არ კონკრეტდება, თუმცა ის კი ცნობილია, რომ მეცნიერები მასზე
ინტენსიურად მუშაობენ და ალბათ, პირველი შედეგის შესახებ ცნობებს უახლოეს მომავალში მივიღებთ.