სტიქიასავით დაგვატყდება ხოლმე თავს რომელიმე ახალი სოციალური ან გასართობი საიტი და შემდეგ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ყველა მის ავ_კარგიანობას განიხილავს და ხშირად ისეც კი ხდება, რომ ბევრი დილის ძილს მხოლოდ იმის გამო ირღვევს, არიქა, ვინმემ რამე ახალი ხომ არ მომწერა ან ფოტო ხომ არ შემიფასაო.ალბათ, პირადად თქვენც გექნებათ გაგონილი ამბავი, რომ მაგალითად, ჯერ კიდევ პოპულარული "ოდნოკლასნიკების" წყალობით, ბევრი ოჯახი შეიქმნა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრიც დაინგრა.
ჰოდა, სწორედ ამ ფაქტის დასადგენად ჩაატარა კვლევა ბრიტანულმა იურიდიულმა კომპანიამ და შეეცადა იმის დადგენას, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს ინტერნეტი ადამიანების ცხოვრებაში.
სამწუხაროდ, დასკვნა საკმაოდ არასასიამოვნო გამოვიდა: იურიდიულ კომპანიაში შეტანილი განქორწინების განცხადებების ავტორების 20 პროცენტი ოჯახის დანგრევის მიზეზად ინტერნეტის მიმართ მეუღლის მანიაკალურ დამოკიდებულებას ასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირტუალური სამყარო პლანეტის ყოველი მეხუთე მკვიდრის ქორწინება ნეგატიურ გავლენას ახდენს.
– ყველაზე უფრო ხშირად, განქორწინების მიზეზი ეჭვიანობა ხდება, რასაც ერთ_ერთი მეუღლის "ვირტუალურ ობიექტებთან" ხშირი კონტაქტი იწვევს, _ ამბობენ ბრიტანელი იურისტები და იმასაც დასძენენ, რომ სამწუხაროდ, "ინტერნეტომანიისგან"
ადამიანების განკურნების ხერხები არ არსებობს.