სხვა 10 ფოტო, რომელმაც შეძრა მსოფლიო.. (ნაწ. 3) 2013, 5 აპრილი, 14:53 1. გზა სკოლისაკენ. ინდონეზია 2. პალესტინელი ბიჭუნა დგას თავისი სახლის ნანგრევებთან 3. ბჰოპალის ტრაგედია, ინდოეთი 1984 წლის 3 დეკემბერი, ქალაქში მდებარე ქიმიური ქარხნიდან, სახელწოდებით “Union Carbide India Limited (UCIL)” 40 ტონა ტოქსიკური აირი, მეთილიზოციანიდი ( CH3NCO ) გაიჟონა. სულ 500 000 ადამიანი მოიწამლა. 5 000-მდე ადამიანი 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა, 20 000 -ზე მეტი კი შემდეგ დღეებში გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ამ კატასტროფის შედეგად დღეს დღეობით დაახლოებით 120 000 ადამიანი ჯერ კიდევ არის დაავადებული კიბოთი, სიბრმავით, სუნთქვითი გართულებებითა და ა.შ. 4. ამერიკელი პატიმრები გათავისუფლების შემდეგ. იაპონიის ბანაკში. ფილიპინები 5. ჰოლოდომორი - Голодомор — მასიური შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2, 2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო. 2003 წელს გაეროში მიღებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ მასობრივი შიმშილობა ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგად აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირში მილიონობით უკრაინელის, რუსის, ყაზახისა და სხვა ეროვნების ხალხის დაღუპვა მოჰყვა. 2008 წლის მარტისთვის უკრაინის პარლამენტმა და დაახლოებით 19 სხვა ქვეყნის მთავრობამ საბჭოთა მთავრობის ქმედებები გენოციდად მიიჩნია. 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად სცნო. 6. ტომ სტოდარტი გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი ფოტოგრაფი მთელს მსოფლიოში, მის ობიექტივში მოხვედრილია ისეთი კადრები როგრიცაა ბერლინის დანგრევა, სუდანის სამოქალაქო ომი, ერაყის ომი და ა.შ. ფოტოგრაფის თქმით ყველაზე რთული და ამაღელვებელი სუდანში მუშაობა რადგან, რთულია შენი საქმე აკეთო როდესაც უმიზეზოდ გარშემო ხალხი იხოცება - ტყვიებითა და შიმშილით. 7. გოგონას სკოლაში საკუთარი პატარა ძამიკოც დაჰყავს, რადგან დედა მუშაობს, რომ ბავშვები არჩინოს 8. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე, ბილ გეიტსის მიერ ქველმოქმედებაში დახარჯული თანხის რაოდენობა 28 მილიარდ დოლარს შეადგენს...მან გადაარჩინა დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი 9. ნეპალელი მწეველი ბავშვები. 1959 წელი 10. იტალიელი სტუდენტი ცდილობს გადაარჩინოს მებრძოლი.II მსოფლიო ომის პერიოდი. 6562 4-ს მოსწონს
|