x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთში შეხვედრებს განაგრძობს

imageსაქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთში შეხვედრებს განაგრძობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანიამ უნგრელ კოლეგა ჩაბა ჰენდესთან შეხვედრა გამართა. მიღების ოფიციალური ცერემონიალი უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველო-უნგრეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების კუთხით, უნგრეთის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ირაკლი ალასანიამ უნგრელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შესახებ ესაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:www.weeknews.ge
www.weeknews.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0