x
image
ჯონ დო
ყველაზე პირველი კომპიუტერული თამაში (+სურათები)
ყველაზე პირველი კომპიუტერული თამაში, სადაც ორი კოსმოსური ხომალდის დუელი იყო ასახული ერქვა: spacewar.

რამდენიმე თვის მანძილზე მასაჩუსეცის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროგრამისტებმა–სტივ რასელმა და მარტინს გერცმა შექმნეს.მათ 1962 წელს დაწერეს პატარა პროგრამა, ხოლო ერთი თვის შემდეგ ეს იყი უკვე პატარა მარტივი კომპიუტერული თამაში, სადაც ორი კოსმოსური ხომალდი ერთმანეთს რაკეტებს ესროდნენ.

image

spaceware–მუშაობდა იმ დროისათვის ახალ კომპიუტერზე, რომელსაც PDP-1 ერქვა. მისი პროცესორი წამში


100 000 ოპერაციას აკეთებდა(თანამედროვე 2 მილიარდს.. )

და ოპერატიული მეხსიერება იყო 9 კილობაიტი..


image


თამაშის პრინციპი:

მრგვალ კათოდურ ეკრანზე გამოისახებოდა ორთაბრძოლის რუკა, შავი ცის ფრაგმენტი პატარა ვარსკვლაბევით. ორი მოწინააღმდეგე კლავიატურის ან ჯოისტიკის მეშვეობით შეეძლოთ გადაადგილებულიყვნენ ხომალდებით და შეეძლოთ სროლა.

ბომბების და საწვავის მარაგი ლიმიტირებული იყო.

image


დღესდღეობით ამ კომპიუტერული თამაშის ვერსია ინახება კომპიუტერების ისტორიულ მუზეუმში–კალიფორნიაში.


საინტერესო ის არის, რომ SPACEWARS შემქნელებს არანაირი ფულადი შემოსავალი აქ ჰქონიათ, გარდა მცირე პოპულარობა ვიწრო პროგრამისტების წრეში.

“ერთადერთი ფულადი შემოსავალი ჩემი პირველი კომპიუტერული თამაშიდან იყო, 70–იან წლებში სასამართლოში კონსულტაციებში გადახდილი ჰონორარები, რომლებსაც სათამაშოების ინდუსტიებთან დაკავშირებით იმართებოდა“, –ამტკიცებდა ერთ–ერთი ამ თამაშის შემქმნელი.

image

image


P.S. ალბათ ყველას გაგეღიმათ, როდესაც ამ თამაშის შემხედვარე დღევანდელი კომპიუტერული თამაშები გაგახსენდათ...



3
175
5-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
175
  
2013, 5 აპრილი, 8:04
საინტერესოა....კარგი იყო
2013, 5 აპრილი, 0:24
მადლობთ:)
2013, 4 აპრილი, 22:10
კარგი სტატიაა, როგორც ყოველთვის!
0 1 3