სხვა ფოტოები რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა ნაწილი 2 2013, 4 აპრილი, 18:53 მოგესალმებით
დღეს ამ სტატიაში ვაგრძელებ წინა მასალის თემას (შეგიძლიათ ჩემს გვერდზე იხილით) ფოტოები რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა. წინა სტატიამ ნამდვილად დააინტერესა ხალხი და გადავწყვიტე გავაგრძელო ამ განხრით წერა. მაშ ასე ფოტოები რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკ ნაწილი II 1. გერმანელი ჯარისკაცი თაიგულით ხელში. ფოტო გადაღებულია მეორე მსოფლიო ომის დროს. გადმოცემით ჯარისკაცი ყვავილებს თავის ორსულ მეუღლეს უკრეფდა. რამდენაც მოხდა ამ თაიგულის ადრესატამდე მიღწევა ეს უცნობია. 2. ტაივანელი გოგონა, რომელსაც 2 წლის უმცროსი ძმა სკოლაში დაჰყავს, რადგან მათი დედა მთელი დღის მანძილზე მუშაობს ბავშვების სარჩენად. 3. დასავლეთ ბერლინის მაცხოვრებლები, აღმოსავლეთ ბერლინში მცხოვრებ ბებიებსა და ბაბუებს, აჩვენებენ შვილებს, 1961 წ. 4. გზა სკოლისაკენ. სახიფათო გზას ჩინეთის პროვინციაში, ბავშვები დღეში ორჯერ გადიან. ფოტო გადაღებულია 2013 წელს 5. ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი. ვენა. ავსტრიის ოკუპაციის ამერიკული ზონა. 1946 წლის გაზაფხული. 6. ფოტოზე აღბეჭდილია საგაკვეთილო პროცესისთვის მზადება პაკისტანის ერთ ერთ პროვინციაში. ფოტო გადაღებულია 2005 წელს. 7. ჰიტლერი ამბობდა, რომ სინდისი ებრაელებმა მოიგონეს, ისევე როგორც წინადაცვეთა, ხოლო გერინგი ამტკიცებდა, რომ მას არ გააჩნდა სინდისი, მის "სინდისს" ადოლფ ჰიტლერი ერქვა. 8. ფოტო გადაღებულია კონი აილენდის სანაპიროზე, ნიუ იორკი, 1949 წელი. 9. იტალიელი სტუდენტი ცდილობს გადაარჩინოს მებრძოლი.II მსოფლიო ომის პერიოდი. 10. "თქვენ შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს", ალან გრანტის ფოტო 1946 წელი დღეისათვის სულ ეს იყო. დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად გავაგრძელებ მსგავს სტატიებზე მუშაობას და ვეცდები რაც შეიძლება საინტერესო და ამაღელვებელი ფოტოები მოგაწოდოთ. 1218 11-ს მოსწონს
|