შოუბიზნესი გაშორდა თუ არა ნინი ბადურაშვილი ქმარს? "ქმარი კი არა, ჩემი თავი მეზიზღებოდა სარკეში რომ ვიყურებოდი" 2013, 4 აპრილი, 6:09
მომღერალს ძალიან უნდოდა მშობიარობის შემდეგ დედა გვერდით ჰყოლოდა. რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ეკა დიდი ხნით ნინის ვერ ჩააკითხავდა და თან ანასტასიაც (ნინის და) სულ მალე დედა გახდება. ამ ყველაფრის გამო მომღერალს გადაწყვეტილი ჰქონდა აპრილში საქართველოში დაბრუნება და აქ მშობიარობა. როდესაც ნინიმ "რუსთავი 2"-სგან შემოთავაზება მიიღო მაშინვე დასთანხმდა. ასეა თუ ისე, მას ოჯახში პრობლემები არ აქვს და თავსაც მშვენივრად გრძნობს. გავრცელებულმა ჭორებმა წყვილზე უარყოფითად იმოქმედა. ნინიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კომენტარიც გააკეთა ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ გავრცელებულ ჭორებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. ირაკლის გული ძალიან სწყდება მისდამი ხალხის აშკარა გამოხატული აგრესიის გამო, მაგრამ რას იზამს... ნინის მტკიცებით, ის ძალიან თბილი, ყურადღებიანი და გამგებიანი ქმარია. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები... 1412 9-ს მოსწონს
|