შოუბიზნესი ქართველების იურმალაში დაბრუნება და მაინც ჩაწყობა 2013, 4 აპრილი, 2:53 საქართველო რომ, ჩაწყობებისა და ფულების ქვეყანაა ალბათ ამაში თქვენც დამეთანხმებით. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო აქ მაინც ნაცნობობა ჭრის და ცოტა ფულიც. გუშინ დასრულდა ახალი ტალღის შესარჩევი ტური საქართველოში.ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და კულისებშიც აღმოვჩნდი და თვალყურს ვადევნებდი კონკურსის მსვლელობას. კონკურსში მონაწილეობდა ძალიან ბევრი ნაცნობი სახე.ერთი სიტყვით მთელი ნუცას სკოლელები და ახალი ხმის მონაწილეები. რამდენიმეს თუ აღმოაჩენდით ახალს. სულ 30 კონკურსანტი მონაწილეობდა კონკურსანტები ერთიმეორეზე ძლიერები აღმოჩნდნენ და სცენაზე ჟიურის წინაშე იწონებდნენ თავს. ჟიური შედგებოდა 7 ადამიანისაგან. 1)ვალერი მელაძე.2)ნანი ბრეგვაძე. 3)რუსა მორჩილაძე.4)სოფო ხალვაში.5)დუეტი ჯორჯია.6)იურმალას ორგანიზატორი და ფინანსური მენეჯერი. ჟიური დადებითად ეკიდებოდა ყველა კონკურსანტის გამოსვლას და ცოტაც უკმაოფილო იყო რადგან ბევრი კონკურსანტი ერთი და იგივე რეპერტუარს ასრულებდა. სტუმრებში გახლდათ მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძე რომელსაც დამცინავი, ირონიული სახე ქონდა კონკურსანტების გამოსვლის დროს, ლელა წურწუმია დათუნა სულიკაშვილი და ნატო დუმბაძე.როგორც შევიტყვე ერთ-ერთი მონაწილის, კერძოდ. ახალი ხმის ფინალისტის ნინი ცნობილაძის პროდიუსერი თურმე ყოფილა ნატო დუმბაძე. დუმბაძე ძალიან აქტიურობდა ერთ ორგანიზატორს გამალებული უხსნიდა რომ ნინი ცნობილაძე ძალიან ნიჭიერია. და ძლიერი კონკურსანტი არადა თავის განსხვავებული ტემბრით დიდი არაფერია. მინდა გითხრათ რომ ქართული სიმღერა საერთოდ ვერ იმღერა. ჩემის აზრით თუ დუმბაძემ იმდენი მოახერხა, რომ მიეცა საშუალება და ორგანიზატორს სიტყვა ჩააწვეთა . დამიჯერეთ რომ ჩაწყობაა. ხოდა ნინი ცნობილაძის გახდა ერთერთი ფინალისტი საქართველოდან იურმალაში. გამოვყოფ კიდე ერთ მონაწილეს რომელიც ძლიერი კია მაგრამ სიმართლე მინდა გითხრათ რომ ამაზე მაგრაბიც იყვნენ. ეს კონკურსანტი გახლავთ სალომე ქათამაძე ახალი ხმის გამარჯვებული სალომეს დაუწუნა ჟიურიმ რუსული სიმღერის არ ცოდნა და სწავლა ურჩია ასევე ნინის. ჟიური სათათბიროთ გავიდა ზუსტად საათნახევარი. ძნელი კი იყო არჩევა და გადაწყეტილების მოღება მაგრამ ესეც ფორმალურად რათქმაუნდა. ბევრი ლოდინის შემდეგ ჟიურიც გამოჩნდა და დაიწყეს თავის მართლება რომ ეს შესარჩევი კონკურსი თბილისში ჩაწყობა ნურავის ეგონება და კონკურსანტებს ჟიურის ყველა წევრი ამშვიდებდა და ეუბნევოდა რომ ამით არ მთავრდება მათი კარიერა რომ ისინი ნიჭიერები არიან და უფრო ბევრს შეძლებენ. კონკურსანტებს ჟიურის თავმჟდომარემ თხოვა რომ იურმალას ჰიმნზე ეცეკვათ და გამხიარულებულიყვნენ. შემდეგ კი დასახელდნენ ფინალისტები სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე. 5აპრილს გაემგზავრებიან კიევში იქ მათ კიდე შეარჩევს ჟიური და შემდეგ გადაწყდება ვინ გამოვა საქართველოს სახელით ახალი ტალღის კონკურსზე.ნუთუ არ დავიღლებით ქართველები ერთი და იგივე სახეებით ალბათ არა რადგანაც ეს ჩვენ ჩვევად გვექცა რომ სხვისი დაფასება ვერ ვისწავლეთ. მე მაინც ამ ადამიანებს ვუსურვებ დიდ წარმატებას და იქ მაინც იქნება ჟიური ობიექტური და ძლიერი გვასახელებს. თქვენ განსაზღვრეთ ვინარის ძლიერი. ბევრის თქმა კი მინდა მაგრამ შორს წავალთ და არ ღირს.!!! 1784 5-ს მოსწონს 1-ს არა
|