x
image
SnowRider
სინათლის სიჩქარე

imageროგორია სინათლის გავრცელების სიჩქარე, სასრულია თუ უსასრულო? ეს კითხვა საუკუნეების განმავლობაში არ ასვენებდა ადამიანებს. როგორც უძველესი დროის ბევრი სწავლული, არისტოტელეც თვლიდა, რომ სინათლის სიჩქარე უსასრულოა. 900 წლის წინათ კი არაბმა მეცნიერმა ავიცენტემ, გამოთქვა მოსაზრება, რომ სინათლის სიჩქარე ძალიან დიდია, თუმცა ის მაინც სასრული უნდა იყოს.
სინათლის გავრცელების ექსპერიმენტული შესწავლა პირველად გალილეიმ სცადა :
" უნდა ჩავთვალოდ რომ სინათლე მყისიერად ვრცელდება, თუ მისი გავრცელება ისევე ხდება დროში, როგორც ყველა სხვა მოძრაობა? ნუთუ არ შეიძლება ცდით დავრწმუნდეთ, სინამდვილეში როგორია მისი სიჩქარე?" - დასვა შეკითხვა და თანამედროვეებს ასეთი ცდა შესთავაზა: ღამეა ორი ადამიანი, ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ შემაღლებულ ადგილებზე (ბორცვებზე) დგანან და ხელში ფანრები უჭირავთ. ფანარს ჯერ ერთი აანთებს, ხოლო მეორე მხოლოდ მას შემდეგ აანთებს თავის ფანარს, როცა პირველის ფანრის შუქს დაინახავს. თუ პირველი გაზომავს იმ დროს, რომელიც თავისი ფანრის ანთებიდან მეორეს ფანრის ანთებამდე გავიდა და ბორცვებს შორის მანძილს, მაშინ სინათლის გამოთვლაც შეეძლება...
"მე შევძელი ამცდის ჩატარება მხოლოდ მცირე, ერთი მილზე ნაკლებ მანძილზე და ამიტომაც ვერ შევძელი იმაში დარწმუნება, სინათლე საწინააღმდეგო მხრიდან მართლაც მყისიერად (იმ წამსვე, ძალიან ჩქარა ) გამოჩნდა თუ არა", -ამბობდა გალილეი.
" მაგრამ თუ სინათლე მყისიერად არ ვრცელდება, მაშინ მისი სიჩქარე მეტისმეტად დიდია", - ეს იყო ერთადერთი, რაც მან ცდის შედეგად დაასკვნა.image
სინათლის სიჩქარე (ვაკუუმში) 299 974 კმ/წმ. რეალობაში არაფერს არ შეუძლია იმოძრაოს სინათლის სიჩქარით. სინათლის სიჩქარით მოძრავი სხეული ერთ წამში 8 სრულ ბრუნს შეასრულებს დედამიწის გარშემო.

image

2
342
8-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
342
  
2013, 4 აპრილი, 20:25
გეთანხმები :)
2013, 4 აპრილი, 20:07
მაგარია,და აქედან დასკვნები გააკეთეთ ახლა,თუ რაოდენ დიდია სამყარო,მართლაც რომ უსასრულო,ჩვენი გალაქტიკის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში რომ ჩავიდეს სინათლის სხივი 150000000 წელი ჭირდება.ეს წარმოუდგენელი მანძილია.
0 1 2