![ვარსკვლავური ტატუები – მეგან ფოქსი image](/uploads/article_images/small/27091364984849.jpg)
ვეგრძელებთ რუბრიკას ''ვარსკვლავური ტატუები'' და დღევანდელი ჩვენი ტატუების მოყვარული გმირი, სუპერ პოპულარული და სუპერ სექსუალური მეგან ფოქსი გახლავთ, რომელსაც წარწერები და ნახატები სხეულზე რიანაზე არანაკლებ ხიბლავს.
1. ''There once was a little girl who never knew love until a boy broke her HEART'' - ''ერთხელ იყო ერთი პატარა გოგო, რომელმაც არ იცოდა რა იყო სიყვარული, სანამ ერთმა ბიჭმა გული არ გაუტეხა'' - მისი პირველი ტატუ საკმაოდ რომანტიკული და ამაღელვებელია, საინტერესოა ვინ გაუტეხა მეგანს გული ასე.
2.
''We will all laugh at gilded butterflies'' - ''ჩვენ ყველა გავიცინებთ მოოქროვილ პეპლებზე''. მეორე ტატუ მარცხენა მხარის უკან.
3.
![ვარსკვლავური ტატუები – მეგან ფოქსი image](/uploads/article_images/small/27091364985466.jpg)
ქალურობის სიმბოლოს, მერლინ მონროს პორტრეტი, მარჯვენა მკლავის წინა მხარეს. როგორც ჩანს მეგანს განსაკუთრებულად უყვარს მერლინი.
4.
![ვარსკვლავური ტატუები – მეგან ფოქსი image](/uploads/article_images/small/27091364985575.jpg)
ორი ტალღა მარცხენა ხელზე.
5.
![ვარსკვლავური ტატუები – მეგან ფოქსი image](/uploads/article_images/small/27091364985671.jpg)
ერთადერთი ფერადი ტატუ მეგანს მარჯვენა ფეხზე, კოჭის ზევით აქვს - ვარსკვლავი და ნახევარმთვარე ერთად.
6.
![ვარსკვლავური ტატუები – მეგან ფოქსი image](/uploads/article_images/small/27091364985850.jpg)
''ბრაიან ოსტი გრინი'' - წარწერა მუცლის მარჯვენა მხარეს.
ბრაიანი მსახიობია, რომელსაც მეგანი უკვე 6 წელია ხვდება.
7.
![ვარსკვლავური ტატუები – მეგან ფოქსი image](/uploads/article_images/small/27091364985953.jpg)
და ბოლოს მეშვიდე ტატუ კისრის უკანა მხარეს - სიძლიერის სიმბოლო.
მართალია მეგანი ტატუების რაოდენობით რიანას ჩამორჩება, მაგრამ 7 ტატუ ცოტა მართლაც არ არის, ეს რაოდენობა კი მომავალში შესაძლებელი გაიზარდოს კიდევაც.