შოუბიზნესი ერთმანეთის მსგავსი ვარსკვლავები 2013, 3 აპრილი, 14:25 ამერიკულ შოუბიზნესში უკვე იმდენი ვარსკვლავი კაშკაშებს, მეტად თუ ნაკლებად, რომ მათ შორის ზოგი ტყუპისცალივითაც კი გავს ერთმანეთს და ალბათ თვალშიც ხშირად მოგხვედრიათ ეს მსგავსება, ან სულაც არ შეგიმჩნევიათ და ახლა აღმოაჩენთ. ერთ დროს მუსიკალური ჯგუფის ''Pussycat Dolls''- ის ლიდერი და სოლისტი - მოცეკვავე და მომღერალი ნიკოლ შერზინგერი დიდად პოპულარული იყო, მათ შორის საქართველოშიც არ აკლდა თაყვანისმცემლები და საერთოდაც ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და სასურველ ქალად იყო დასახელებული, ვინ იცნობდა მაშინ კიმ კარდაშიანს? მაგრამ ახლა შეიძლება ვერც კი გეცნოთ სურათზე, ნეტა ეს ქალი ვინღა არისო? ფაქტია კიმ კარდაშიანმა აშკარად დაჩრდილა ჩვენი ნიკოლი. მათი მსგავსება კი მართლაც თვაშისაცემია. ტეილორ ლოტნერი და კრის ჰამფრისი. ამ ორთაგან რომელი უფრო პოპულარულია სადავო საკითხია, თუმცა ''ბინდი''-ს უამრავ თინეიჯერ თაყვანისმცემელს თუ გავითვალისწინებთ, რათქმაუნდა ტეილორი ლიდერობს. ელლა ფენინგი და გრეის მორეტცი ეს ორი პატარა ლამაზმანიც ძალიან გავს ერთმანეთს. კეიტი პერი და ზუი დუშანელი ეს ორი ქალბატონი კი გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. ძალიან ადვილია ერთმანეთში აგერიოთ. კიდევ კაი კეიტი მომღერალია, ზუი კი მსახიობი. ანჯელინა ჯოლი და მეგან ფოქსი ამ ორ ლამაზმანსაც ამსგავსებენ ერთმანეთს, თუმცა მე პირადად ვიტყოდი, რომ მეგანი უბრალოდ ბაძავს ჯოლის, მსგავსებით კი სულაც არ გვანან. ბრედლი კუპერი და რალფ ჰაინსი როგორ გვანან ერთმანეთს არა? კიდევ კარგი ერთ-ერთი უფრო ახალგაზრდა მაინცაა. ჯენა დევანი და ადრიანა ლიმა ამ ქალბატონის შესახებ პირველად გავიგე, უნდა ავღნიშნო სილამაზით არ ჩამოუვარდება ლიმას, სახეზე მაინც. ჯონ მეიერი და ლენ ბეჯლი ორივე საკმაოდ სიმპატიურია. ტენდი ნიუტონი და ზოი სალდანა. საოცრად გვანან ერთმანეთს, როგორც სახეზე, ასევე ტანითაც. უი ფერელი და ჩად სმიტი ჩადს ყველაფერი გადიდებული ზომის აქვს უბრალოდ(სახეზე). 100 12-ს მოსწონს
|