x
image
K.P.
ვინ წარადგენს საქართველოს იურმალაში "ახალ ტალღა 2013"-ზე, დამთხვევა თუ ბედის ირონია?

imageიურმალაში ყოველ წელს იმართება პოპულარული მუსიკალური კონკურსი "ახალი ტალღა". 2008 წლის ომის შემდეგ ქართველებმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ახლა კი საქართველო პოპულარულ მუსიკალურ კონკურსს კვლავ უბრუნდება. ტელეკომპანია "იმედზე" გადიოდა "პრომო", სადაც ქართველ შემსრულებლებს კონკურსში მონაწილეობას სთავაზობდენ. image

შესარჩევი ტური უკვე ჩატარდა. საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა ჟიურიმ 2 ფინალისტი აირჩია: სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე. ისინი კიევში გაემგზავრებიან, სადაც გადაწყდება, თუ ვინ წარადგენს საქართველოს. ვალერი მელაძე: "პირადად ჩემთვის ძალიან რთული იყო რჩეულის გამოვლენა. ჟიურის ყველა წევრს ჰყავდა საკუთარი ფავორიტი და ყველაზე რთული მაშინ იყო ეს ყველაფერი, როდესაც გამარჯვებულებს ვავლენდით.image საქართველოს კონკურსზე ძლიერი კანდიდატები წარადგენენ". სალომეც და ნინიც თვლიან, რომ ეს მათთვის დიდი პატივია, თუ შანსი მიეცემათ საქართველო წარადგინონ, ძალისხმევას არცერთი არ დაზოგავს. საინტერესოა ეს ბედის ირონიაა, თუ უბრალო დამთხვევა. სალომე და ნინი უკვე იყვნენ ერთმანეთის მეტოქეები.
ტელეკომპანია "იმედის" ერთ-ერთ პროექტ "ახალ ხმაში" ფინალისტები იყვნენ: მერაბის გუნდიდან სანდრო ქადაგიძე, ნინო ჩხეიძის გუნდიდან-თიკა ჯამბურია, მაიასა და სტეფანეს გუნდიდან-ნინი ცნობილაძე და დათო ფორჩხიძის გუნდიდან-სალომე ქათამაძე.image მაყურებელთა გადაწყვეტილებით საქართველოს ახალი ხმა სალომე ქათამაძე გახდა და მას საჩუქრად გადაეცა ბინა დიღომი პალასში. საინტერესოა შეძლებს თუ არა ნინი რევანშის აღებას.imageimage

4
715
12-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
715
  
2013, 5 აპრილი, 17:16
მე ნინი უფრო მომწონს ))
2013, 4 აპრილი, 12:02
სტატიის ავტორს შევაქებ...ხოლო ამ ორიდან ალბათ სალომე...
2013, 3 აპრილი, 10:50
უდიდეს წარმატებებს გისურვებთ.
2013, 3 აპრილი, 3:34
ძალიან მომეწონა სტატია.
0 1 4