სოფო ნიჟარაძე ჟურნალ რეიტინგს სასამართლოში უჩივის.
ყველა ქართველისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი და ძალიან საყვარელი ადამიანი სოფო ნიჟარაძე, ჟურნალ რეიტინგს სასამართლოში უჩივის. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჟურნალ რეიტინგში იყო დაბეჭდილი მასალა შემდეგი სათაურით "სკანდალური ფაქტები სოფო ნიჟარაძის ცხოვრებიდან". ამ ნომრის გამოსვლის შემდეგ, სადაც დაბეჭდილი იყო ეს მასალა, სოფო ნიჟარაძის რეაქციამაც არ დააყოვნა და მან განაცხადა, რომ ის აუცილებლად უჩივლებსს ჯურნალ რეიტინგს მსგავსი უმსგავსო და ცილისწამებური სტატიის გამო.
![სოფო ნიჟარაძე ჟურნალ რეიტინგს
სასამართლოში უჩივის. image](/uploads/article_images/small/251781364927924.png)
სოფომ თავის ადვოკატთან ერთად ეს ინფორმაცია პირველი რადიოს საშუალებით გაავრცელა FM 106.4
იმის გამო, რომ ყველა ეპიზოდი რომელიც ჟურნალში არის აღწერილი არის სიცრუე, არც ერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს. მე მაქვს ჩემი სიმართლე, რომელიც არის ნამდვილი სიმართლე და სწორედ ამიტომ მივდივარ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად სასამართლოში განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.
ამ თემაზე კომენტარი რეიტინგის რედაქტორმაც გააკეთა და მან განაცხადა, რომ ჩვენ ველაპარაკეთ სოფოს ადვოკატს და ვუთხარით რომ შეგვიძლია შემდეგ ნომერში დავბეჭდოთ, რომ ეს მასალა იყო ჭორის დონოზე გამოქვეყნებული და რეალური ფაქტები არ არსებობსო, ადოკატმა გვითხრა, რომ ის მოიფიქრებდა და დაელაპარაკებოდა სოფოს, თუმცა რამდენიმე საათში მათ გამართეს პრესკონფერენცია და განაცხადეს, რომ უჩივიან რეიტინგს, რაც რათქმაუნდა მათი უფლებაა.
ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. ყველანი ერთად დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია მსგავსი ფაქტები და ჭორის დონეზე გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს.