პოეზია ქალს სიყვარული უხდება.... 2013, 2 აპრილი, 21:19 ![]() ქალს სიყვარული უხდება, გულია მისი საწყაო... ქალს გულის ფესვი უხმება ვინც უყვარს, ის თუ არ წყალობს... ქალი ფრთებს წამსვე დაკეცავს თუ ვინმე უარს შებედავს... სჭირდება როგორც ნაკვერცხალს ქალის გულს სულის შებერვა... ქალი თავს თუ არ გაწონებს, მაცდურად თუ არ შეგხედავს.. ბედს არ შეაგდებს სასწორზე შენი გულისთვის ერთხელახ... ქალი აბა რა ქალია? მკლავებში თუ არ აკვნესდა. კოცნისთვის თუ არ სცალია, არ იკეკლუცა სარკესთან... სიყვარულს თუ ვერ იმეტებს გული ჩიტივით ფოფინა, შეყვარებული ვინმეზე ერთხელაც თუ არყოფილა.... ვინმემ ხომ არ იცით ვისია ეს ლექსი? 104 8-ს მოსწონს
|