გულმა გულს გაანდო გულის ჩივილი
გულმა გულს აუხსნა გრძნობის სურვილი
გულმა გამოხატა გულის ტკივილი
გული მიკვდება გრძნობის წყურვილით..
გულმა იტირა სხვისი გულისთვის
გული გულს ენდო სიყვარულისთვის
გული ეცადა გულის მოგებას
მაგრამ მიადგა ცრემლს და გოდებას
გულმა შეგიყვარა რიდით და კრძალვით
გული მატკინეს გრძნობის აკრძალვით...
გული დადუმდა ვერ ამბობს სიტყვებს
გული გულით წერს ეხლა ამ რითმებს
გული გულს უთხრობს გულისვე ფიქრებს
გული ვეგარ უძლებს სიცივეს, ფიფქებს,
იქნებ დაიჯერო და გულიც მიხვდეს
გულმა გულწრფელად გულში შეგინახა
გულს სხვა, უკეთესი არავინ არ უნახავს
გულით ნაწერია შენ კი არც ინახავ
გრძნობას უფრო გულწრფელს ბევრგან ვეღარ ნახავ
გულმა თუ დაგკარგა გულიც ხო მოკვდება
გულში ეს იარა ვერასდროს მორჩება
გული უშენობით ტანჯვით მოკვდება
მეტი ტკივილი გულს აღარ შეხვდება
გულმა სიყვარული ასე გამოხატა
გულისტკივილი ლექსად დაგიხატა
ნეტა გაბრაზდები?რა ვთქვი ამისთანა
გულმა გაგაღმერთა ცამდის აგიყვანა..
ავტორი: ზ.პაპიაშვილი