კულტურა ამოიცანით რვა შენიღბული ვარსკვლავი, რომლებიც მამაკაცის სახით გამოგვეცხადნენ 2013, 2 აპრილი, 19:45 გამოიცანით რვა ცნობილი, მსოფლიოში აღიარებული ქალბატონი, რომლებიც შეიმოსნენ საპირისპირო სქესის სამოსით. ეს არც ისე ადვილია. ბევრჯერ ვყოფილვართ ისეთ სიტუაციაში, როცა არ გვინდა ვინმემ დაგვინახოს, გვიცნოს. უბრალოდ ინკოგნიტოდ დარჩენას ვისურვებდით. ამისთვის კი საუკეთესო გზა საპირისპირო სქესის ადამიანად გადაქცევაა. (თუნდაც სულ ცოტა ხნით). ყველაზე ძნელად წარმოგვიდგენენ ნაცნობები ასეთ ფორმაში. პრინცესა დიანამ ხომ შექმნა საოცრად დამაჯერებელი მამაკაცი?! მან შეძლო შეუმჩნეველი დარჩენილიყო გეი-ბარში მთელი ღამის განმავლობაში. ხალისიანი პრინცესა არაა ერთად-ერთი ადამიანი, ვინც მოინდომა ცოტა ხნით მაინც ეცხოვრა საპირისპირო სქესის ცხოვრებით. ყველა ადამიანი თავს მიაკუთნებს რომელიმე სქესს. თავს აღიქვამს ქალად ან კაცად. იშვიათ შემთხვევაში ორივედ ან არც ერთად. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ადამიანის მიერ საკუთარი სქესის სუბიექტური აღქმა და არა მისი ბიოლოგიური სქესი. ადამიანები საკუთარ სქესის აღქმას სამი წლიდან იწყებენ. ისინი თავს გრძნობენ გოგოდ ან ბიჭად. ზოგი პატარაობიდანვე ცდილობს ჩაიცვას საპირისპირო სქესისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი. ტრანსვესტიტები სწორედ ასე იქცევიან, მაგრამ ჩვენს ფოტოებს ტანსვესტიტებთან არანაირი კავშირი არა აქვს. ისინი უბრალოდ ხუმრობენ. შეეცადეთ ისე ამოიცნოთ ვინ რომელია, რომ ნამდვილი სურათი არ ნახოთ. მერწმუნეთ, ეს არც ისე იოლია. 136 9-ს მოსწონს
|