x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135857
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
ვარსკვლავები მოდური ჟურნალების გარეკანზე -აპრილის რჩეულები
აპრილის თვეში მოდური ჟურნალების გარეკანი ტრადიციულად ცნობილმა ვარსკვლავებმა დაამშვენეს. აპრილის თვის გმირები არიან-ქეით უინსლეტი, ტეილორ სვიფტი, ლანა დელ რეი, დიანა კრუგერი, და სხვა ცნობილები მსახიობები და მომღერლები.
Harper’s Bazaar-ის გარეკანი ქეით უინსლეტის შავ-თეთრმა ფოტომ დაამშვენა. მსახიობი ულამაზესი კაბით და საუცხოო თვალის მაკიაჟით იწონებდა თავს.

image


ფრანგი ქალბატონი ვანესა პარადი კი ჟურნალის რუსულ გამოცემაზე გამოჩნდა თეთრ კაბას და წითელ ქოლგაში.

image



დიანა კრუგერი აპრილის თვეში ორი ჟურნალის Flare და Flare
Magazine გარეკანზე გამოჩნდა. მსახიობს Chanel, Bottega Veneta, და Louis Vuitton სამოსი ამშვენებდა. დიანამ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოდელის კარიერა აღარ გააგრძელა, რადგან თავს ბედნიერად არ გრძნობდა.

image

image


ლანა დელ რეი გახდა L’Officiel Paris ყდის ფოტოგმირი. მოდელს და მომღერალს ამშვენებდა Dolce & Gabbana, Rochas, Gucci და Ralph Lauren-ის ბოლო კოლექციების სამოსი, ხოლო მის რეტრო სტილს ასრულებდა დატალღული თმა და წითელი ტუჩები.

image


ოლივია უაილდს Marie Claire-ის გარეკანზე ლურჯი ულამაზესი კაბა ამშვენებდა. ინტერვიუში მსახიობმა საქმროსთან ჯეისონ სუდეიკისთან შეხვედრაზე და პირველ პაემანზე ისაუბრა. მან თავისი ოცნებაც გაამხილა-ოლივიას ძალიან უნდა ბავშვების ყოლა.

image


ტეილორ სვიფტი ორი მოდური ჟურნალის InStyle და Vanity Fair-ის გარეკანზე გამოჩნდა. მომღერალს საგაზაფხულო ნაზი კაბა და ბუნებრივი მაკიაჟი ამშვენებდა.

image

image


Elle-ს ამერიკულ ნომერში ნიკი მინაჟი გამოჩნდა თავისი ექსტრავაგანტული სტილით. რეპერს ღია ფერი თმები, ბუნებრივი მაკიაჟი ამშვენებდა. როგორც მომღერალმა ჟურნალისტებს განუცხადა ამის გამო თავს შიშვლად გრძნობდა.

image


ჟურნალმა Tatler Russia აირჩია ამანდა სეიფრიდი, ის საუცხოოდ გამოიყურებოდა Dior-ის კაბაში.
image




0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0