სხვა ეშმაკის სკოლა 2013, 2 აპრილი, 10:26
აშშ-ს ერთ-ერთ ქალაქში, ჯექსონვილში, არსებობს სკოლა რომელზეც მრავალი ლეგენდა დადის და მოიხსენიებენ როგორც ეშმაკის სკოლას. ყველაფერი 1960 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სკოლაში აფეთქებამ მრავალი ადამიანი იმსხვერპლა.
ტრაგიკული დღის შემდეგ მსხვერპლთა სულები სკოლაში დაბინავდნენ. სიტყუაცია იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ რამოდენიმე ხნის შემდეგ მასწავლებლებმაც კი უარი თქვეს იქ მუშაობაზე, ამის გამო სკოლა რამოდენიმე წლით დახურეს. სკოლამ მხოლოდ იმის შემდეგ გააგრძელა ფუნქციონირება, რაც მღვდელი იქნა მოწვეული რათა დემონური სულები გაეყარა. ასევე ნათქვამია რომ დირექტორი კანიბალი იყო და როდესაც მოსწავლეებს კლასში იძინებდნენ ისინი დირექტორთან გაჰყავდათ ხოლო იქიდან აღარ ბრუნდებოდნენ. დირექტორს ჰქონდა კარადა რომელიც მაცივრის ფუნქციას ასრულებდა და იქ საჭმელად გამზადებულ სტუდენტებს ინახავდა, თუმცა იმის შესახებ თუ ოდესმე ვინმეს უჩივლია დაკარგულ ბავშვებზე ინფორმაცია არ მოიძებნება.
ამ სკოლი შესახებ ყოველთვის არსებობდა იდუმალებით მოცული ისტორიები. არსებობს მკვლელი პერსოანლის შესახებ არსებული ისტორიაც, ნათქვამია რომ სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა ათობით ბავშვი კორიდორშივე ამოხოცეს.
ყველაზე რეალისტური ისტორია ამ შენობის შესახებ არის ის, რომ მიტოვებული შენობა სატანის მორწმუნეების შეხვედრის ადგილი იყო, ამ ვარაუდის დასამტკიცებლად კი სატანური ნახატები იქნა გამოყენებული. ასევე არსებობს ისტორია რომ სკოლის შუაგულში იდგა ხე თუმცა ამას ზოგი ეთანხმება ზოგი კი არა. საბოლოოდ ჩატარდა გამოძიება რის შემდეგაც გაირკვა სიმართლე. ეს შენობა დაპროექტებული იქნა რუტლეჯ ჰოლმსის მიერ 1917 წელს როგორ რივერსაიდის სკოლა, ასევე როგორ მე-4 საჯარო სკოლა. სკოლის დახურვის შემდეგ ცარიელი შენობა უსახლკაროებმა თავშესაფრად გამოიყენეს, ეს ადგილი ასევე ნარკომანების სამალავიც გახდა. ბოლოს შენობის ბინების კომპლექსად გადასაკეთება გადაწყვიტეს, თუმცა მასი საზარელი ისტორიიდან გამომდინარე ის დღემდე მიტოვებულად რჩება. 968 შეფასება არ არის
|