ნამცხვრები ვაშლის სამარხვო ნამცხვარი 2013, 1 აპრილი, 20:48 ძალიან მარტივად მოსამზადებელი რეცეპტია
შემადგენლობა: ვაშლი 1 კ.გ ზეთი 1 ჩ.ჭ შაქარი 1 ჩ.ჭ ფქვილი 3, 5ჩ.ჭ შაქრის ფქვილი 2-3 ს.კ სოდა 1 ჩ.კ თბილი წყალი 1/2 ჩ.ჭ ვანილი გემოვნებით სამი ჩ.ჭ ფქვილით, ზეთით, ნახევარი ჭიქა ცხელი წყლითა და სოდით მოზილეთ ცომი. მცირე ზომის ვაშლები გათალეთ და დაჭერით. გულის მოსამზადებლად ერთმანეთს აურიეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი და ვანილი. ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთი ნაწილი გააბრტყელეთ და დააფინეთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ მასზე გული და დააწყვეთ ვაშლის ნაჭრები. ზემოდან დააფინეთ ცომის მეორე ფენა და გვერდები ამოუკეცეთ. გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე. როდესაც გავარდისფერდება გამოიღეთ და დაჭერით თბილი, სანამ გაცივდება მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. 1196 12-ს მოსწონს
|