ჩეჩნეთში შაროის რაიონში რუსმა მეცნიერებმა დიზონავრების ორმოცამდე გაქვავებული კვერცხი აღმოაჩინეს. კლდეებში განლაგებული კვერცხები სხვადასხვა ზომისაა; ყველაზე მცირე 20 სანტიმეტრი სიგრძისაა, ყველაზე დიდი კი - ერთი მეტრის.
სამეცნიერო ექსპედიაცია ჩეჩნეთში აპრილის დასაწყისში ჩავიდა. ჯგუფს აქამდე შეუსწავლელი ორი ჩანჩქერი უნდა გამოეკვლია. მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების დროს კი, მეცნიერები გიგანტურ კვერცხებს წააწყდნენ.
არქეოლოგების ვარაუდით, დინოზავრების კვერცხები 60 მილიონი წლისაა. განსხვავებული ზომები კი მიანიშნებს იმას, რომ ისინი სხვადასხვა სახეობის დინოზავრებს ეკუთვნის.
მათი წარმომავლობა საბოლოოდ გამოკვლევებმა უნდა დაადგინოს. გაქვავებული კვერცხები გროზნოში მდებარე ჩეჩნეთის უნივერსიტეტსა და ესენტუკის სპეციალურ ლაბორატორიაში გადაგზავნეს, სადაც მათი ანალიზი მოხდება.