მაშინ, როდესაც მადონა მილიონებს ეთამაშება, მისი ღვიძლი ძმა ნამდვილი უსახლკარო ბომჟია. 55 წლის ენტონი ჩიკონე ღამეს ხიდის ქვეშ ათევს და თავს მათხოვრობით ირჩენს და ამბობს, რომ მის ოჯახს ის ყოველთვის ფეხებზე ეკიდა.
<< მადონას ფეხებზე კიდია მე ცოცხალი ვარ თუ მკვდარი, ის თავის სამყაროში ცხოვრობს>>
საკვები ენტონისთვის ხანდახან მამამისსაც მიაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ.
<<მამაჩემს არ უნდა, რომ მას აწუხებდნენ. მას გონია, რომ სპეციალურად ვცხოვრობ ასე. მამაჩემი ბედნიერი იქნებოდა მე რომ მოვმკვდარიყავი, მაშინ მას არ მოუწევდა ჩემზე ზრუნვა>>
პოპ-დივას ძმა ამბობს, რომ მას ურჩევნია მუშაობა ვიდრე მათხოვრობა, მაგრამ ასე აეწყო ვითარება. პრესა იუწყება, რომ ის ოჯახის ვენახში მუშაობდა და სამსახური ლოთობის გამო დაკარგა, ასევე მან ერთი თვე გაატარა ციხეში რადგან ეკლესიაში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. ჩიკონე კი ამტკიცებს რომ ის არ არის ალკოჰოლდამოკიდებული.
ენტონი უფროსია თავის რვა და-ძმას შორის. ის ამბობს, რომ მადონასთან ბავშვობიდან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა მამაც და თვით მადონაც მაინც აფინანსებდნენ მის მკურნალობას, მაგრამ ენტონი კლინიკაში დაბრუნებაზე უარს აცხადებს.
ეს უფრო მადონას მამას ჰგავს :D