შოუბიზნესი სოფო ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" სასამართლოში უჩივის 2013, 1 აპრილი, 16:05 სოფო ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" სასამართლოში უჩივის. დღეს სოფომ და მისმა ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განმარტეს რომ ზემოთ აღნიშნულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია მომღერლის პირადი ცხოვრების შესახებ სრული სიცრუეა და მასში ნათქვამი არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ სოფოს პირადი ცხოვრების შესახებ არაერთხელ დაწერილა მსგავსი რამ, მომღერალს აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც სჩანს მომღერალი იმ ფაქტმა გააღიზიანა რომ ჟურნალში ინტერვიუ იყო ადამიანთან, რომელიც ამბობდა რომ სოფოს ახლოს იცნობდა და მასი ცხოვრების შესახებ საუბრობდა. სოფოს ადვოკატი სარჩელს უახლოეს დღეებში მოამზადებს. 30 8-ს მოსწონს
|