პოეზია ჩარლზ ბუკოვსკის ლექსები 2012, 21 აპრილი, 23:16 "თანამგზავრი"
მე არ ვარ მარტო. ის ახლა აქაა. ზოგჯერ მგონია, რომ არაა, მაგრამ ისევ მოფრინავს დილით, ან შუადღით, ან საღამოს, ჩიტი, რომელიც არავის უნდა. ის ჩემია. მე ის მტკივა. ის არ მღერის. ის არის ჩიტი და ტოტი ირწევა.. *** "მე შევხვდი გენიოსს" დღეს მატარებელში შევხვდი გენიოსს, დაახლოებით ექვსი წლისას, ის იჯდა გვერდით და როდესაც მატარებელი ოკეანეს მიუახლოვდა და გზა განაგრძო ნაპირის გასწვრივ, მან შემომხედა და წარმოთქვა: “ის ხომ ცოტაა!” მაშინ პირველად დავფიქრდი ამაზე.. (წყარო:lib.ge) 675 2-ს მოსწონს
|