![ვარსკვლავური ტატუები - რიანა image](/uploads/article_images/small/27091364747503.jpg)
ზოგ ვარსკვლავს არც ტატუ აქვს, არც პირსინგი და არც სხვა რაიმე გამორჩეული იმიჯის შემქმნელი ელემენტი, თუმცა რიანა მათ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და არაორდინალობით გამორჩეული პოპ-ვარსკვლავი ერთიდაიგივეს დიდხანს ვერ გუობს და სულ სიახლეების ძიებაშია. მისი არაერთი ტატუც მისი ხასიათის გამოძახილია.
ქალბატონს პირველ სურათზე როგორც ხედავთ, წვრილ-წვრილი ვარსკვალვები აქვს ამოსვირინგებული კისრიდან ზურგისკენ ჩაყოლებით. ძალიან ლამაზი ტატუა და სხვათაშორის პოპულარულიც.
მეორე ტატუ კისრის მარჯვენა მხარეს ამოსვირინგებული ასო ''იქსი''-ა.
![ვარსკვლავური ტატუები - რიანა image](/uploads/article_images/small/27091364747882.jpg)
რადგან რიანას ტატუების აღწერა სხეულის ზემო ნაწილიდან დავიწყეთ, პატარა და თითქოს შეუმჩნეველი, უჩვეულო ადგილას, შიგ ყურის ნიჟარაში აოსვირინგებული ვარსკვლავიც არ უნდა გამოგვრჩეს, როგორც ჩანს რიანას უყვარს ვარსკვლავები, ან იქნებ თავის ვარსკვლავობას უსვამს ხაზს.
![ვარსკვლავური ტატუები - რიანა image](/uploads/article_images/small/27091364747985.jpg)
მეოთხე ტატუ - წარწერა კისრის მარცხენა მხარეს.
![ვარსკვლავური ტატუები - რიანა image](/uploads/article_images/small/27091364748044.jpg)
მეხუთე ტატუ - მარცხენა მხარზე ამოსვირინგებული რომაული ციფრები, რომლებიც მისი დაბადების თარიღს აღნიშნავს.
![ვარსკვლავური ტატუები - რიანა image](/uploads/article_images/small/27091364748108.jpg)
ეს ტატუ(6) კი ეტყობა მოგვიანებით გაიკეთა.
![ვარსკვლავური ტატუები - რიანა image](/uploads/article_images/small/27091364748155.jpg)
მეშვიდე ტატუ - იაპონური წარწერა წელის მიდამოებში.
![ვარსკვლავური ტატუები - რიანა image](/uploads/article_images/small/27091364748213.jpg)
მერვე ტატუ შუა თითზე, ასევე პოპულარული - წარწერა ''სიყვარული''.
![ვარსკვლავური ტატუები - რიანა image](/uploads/article_images/small/27091364748265.jpg)
ორნამენტული ტატუ(9) მარჯვენა ხელზე.
![ვარსკვლავური ტატუები - რიანა image](/uploads/article_images/small/27091364748295.jpg)
და ბოლოს, მეათე ტატუ - მუსიკალური ნოტები ტერფზე.
როგორც თავად დარწმუნდებოდით რიანა ნამდვილად მიეკუთვნება ტატუს მოყვარულ ვარსკვლავთა სიას და ვინ იცის მომავალში კიდევ რამდენ სიურპრიზს შემოგვთავაზებს, ის ხომ ჯერ სულ ახალგაზრდაა.